დაისვენე კურორტ ახალდაბაში
„მეცხრე არხისა“ და „ინფო 9“-ის შეძენით დაინტერესებული არაერთი პირი გამოჩნდა“ - ლუბა ელიაშვილი
ავტორი:
2013/08/26 11:26:02

„მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორის ლუბა ელიაშვილის განცხადებით, „მეცხრე არხისა“ და „ინფო 9“-ის მყიდველები უკვე გამოჩნდნენ. „მეცხრე არხისა“ და „ინფო 9“-ის შეძენით დაინტერესებული არაერთი მსურველი გამოჩნდა. „ინფო 9“-ის შემთხვევაში ცდილობენ ბრენდის შეძენას და ამასთან დაკავშირებით, მფლობელებთან კონსულტაციები უნდა გავიარო თუ რამდენად მზად არიან „ინფო 9“-ის შემთხვევაში ბრენდი გაყიდონ. რაც შეეხება „მეცხრე არხს“, მასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ფასით ინტერესდებიან“, - განაცხადა ლუბა ელიაშვილმა. მისივე განმარტებით, იგი იმუშავებს კონკრეტულ პაკეტებზე თუ რა შეიძლება შესთავაზონ „მეცხრე არხისა“ და „ინფო 9“-ის შეძენით დაინტერესებულ პირებს, დათვლილი იქნება რა აქტივი და პასივი გააჩნია არხს და სააგენტოს.
წყარო: info9.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1747
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია