დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პოლიციის რებრენდინგი „ნომერ პირველ“ შადრევანთან
2013/08/23 15:42:34

ქუთაისის პოლიციისთვის  45 ახალი ავტომობილის გადაცემას შინაგან საქმეთა მინსიტრი დაესწრო

რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ქუთაისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს საპატრულო ეკიპაჟის 45 ახალი ავტომობილი გადაეცა. ავტომობილების გადაცემის პროცესს პირადად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მინისტრმა პატრულის თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ შრომისა და თავდადებისთვის, რასაც თითოეული თქვენგანი დებთ ამ საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი შრომა იქნება სათანადოდ დაფასებული,“ –განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქუთაისამდე მინისტრმა ზესტაფონში პოლიციის ახალი შენობა  გახსნა, რომელშიც იმერეთის,  რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოები გაერთიანდა. ღარიბაშვილის თქმით, ახალი სამსართულიანი შენობა თანამედროვე ტექნოლიგიებით არის აღჭურვილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია