დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში საცხოვრებელი ბინების დათბუნება, შესაძლოა, თანადაფინანსებით მოხდეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/14 20:33:43

ფირმა ,,კაპაროლ ჯორჯიასდირექტორი დავით შენგელია დღეს ქუთაისის მერს შოთა მურღულიას და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს შეხვდა. კომპანიის დირექტორმა ბინების დათბუნების შესახებ გააკეთა პრეზენტაცია და ქუთაისის ხელმღვანელობას დათბუნების გერმანული გამოცდილება გაუზიარა.


შეხვედრაზე დათუნებისა და გაგრილების იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რაც საქართველოში სახლების უმეტეს ნაწილს აქვს. აღინიშნა, ისიც რომ კორპუსების დათბუნება ბინების იერსახეს ალამაზებს და ენერგო დანახარჯების დაზოგვას იწვევს. 

ქუთაისის მერის განცხადებით, ქალაქში შენობების იერსახე მოუწესრიგებელია და კარგი იქნება თუ ამ კუთხით სამუშაოები დაიწყება. მურღულიას თქმით, ქალაქის ეირსახის და შენობების დათბუნების პროექტი პირველჯერზე ვერ განხორციელდება, მაგრამ, შესაძლოა, ეპატობრივად თანადაფინანსებით მოგვარდეს. თვითმმართველობა და მოსახლეობა ერთობლივად იზრუნებს  საცხოვრებელი ბინების მოწესრიგებაზე, რითაც ზამთრის სეზონზე ენერგო დანახარჯების შემცირებაც მოხდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1631
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია