საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გუმათში გაზიფიცირება დაიწყო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/05 13:53:43

ქუთაისში გუმათის დასახლებაში, სადაც 500 - მდე ოჯახი ცხოვრობს, გაზიფიცირების პროცესი დაიწყო.


გუმათის მოსახლეობამ გაზიფიცირების მოთხოვნით არაერთი აქცია გამართა და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართა, თუმცა გაზიფიცირება მხოლოდ ახლა დაიწყო, რასაც ადგილობრივები მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებენ.


სამუშაოებსსოკარ ჯორჯიაახორციელებს. აღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულში ბუნებრივი აირის შეყვანის სამუშაოები სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება და შემდეგ მოსახლეობის აბონირება დაიწყება.


 

გუმათის დასახლების არსებობის ისტორიაში გაზიფიცირება წელს პირველად მოხდება. დასახლება წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ესაზღვრება და მიმდინარე პროექტი მეორე ეტაპზე, წყალტუბოს სოფლების გაზიფიცირებასაც გულისხმობს. გუმათის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოები იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1795
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია