დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„რა დააშავა დიმიტრი კოპალინმა ისეთი, რაც თქვენ არ დაგიშავებიათ?“
2013/08/23 14:02:01

„რა დააშავა დიმიტრი კოპალიანმა ისეთი, რაც თქვენ არ დაგიშავებიათ?“-ამ კითხვით მიმართა ქუთაისელმა მრავალშვილიანმა დედამ საკრებულოს დეპუტატებს დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე. შეგახსენებთ, რომ მრავალშვილიანმა დედებმა გუშინ მერიის წინ აქცია გამართეს და მერის შესაძლო იმპიჩმენტი გააპროტესტეს.

„თქვენ ხალხის არჩეული დეპუტატები ხართ. ჩვენ მოგიყვანეთ ამ თანამდებობებზე და ახლა ჩვენი სატკივარი სასაცილოდ არ გყოფნით. თქვენ გეცინებათ, მაგრამ ჩვენთვის ძნელია, სახლში მშიერ შვილებს რომ ვუყურებთ. ჩვენს უკან ჩვენი შვილები და ოჯახი დგას და მთელი საქართველო ჩვენ ვართ, ამიტომ ნუ გადაგვიმტერებთ. ორი მოწვევის დეპუტატები ხართ და ახლა ეკითხებით ერთმანეთს, თანხები სად წავიდაო? მე, გაჭირვებულ ქუთაისელს, ნაკლებად მაინტერესებს, ვინ შეჭამა ბიუჯეტი და ვინ ჩაიდო ჯიბეში. ეს თქვენ უნდა გაგერკვიათ, ამდენ ხანს არ დაინტერესებულხართ და ახლა რა დააშავა დიმიტრი კოპალინმა ისეთი, რომ გაგდებას უპირებთ?“-მიმართა საკრებულოს მარინა დახუნდარიძემ. რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ ქუთაისის მერს მუშაობა უნდოდა და ის შვებულებაში ძალით გაუშვეს.

დახუნდარიძის განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი გამოეხმაურა: „რა დააშავა ბატონმა დიმიტრიმ,  რომ ჩამოვა, ჰკითხეთ და გიპასუხებთ. რაც შეეხება შვებულებაში ძალით გაშვებას, ეს არასწორი ინფორმაციაა, ის თავის ნებით წავიდა და თუ თავად გითხრათ, რომ გაუშვეს, იმასაც გეტყოდათ, ვინ გაუშვა“.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერი გუშინ ოცდღიან შვებულებაში გავიდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1420
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია