დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ერთად გავუშვათ ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსავლეთში“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/29 14:49:00

„ლეიბორიტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი დღეს ქუთაისელ ამომრჩევლებს შეხვდა. ქალაქის ცენტრალურ ბაღში გამართულ შეხვედრაზე ნათელაშვილმა პარტიის საარჩევნო გეგმასა და სამომავლო პრიორიტეტებზე პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრებთან და ქუთაისის მერობის კანდიდატთნ ერთად ისაუბრა.


„ერთად დავამარცხოთ გველეშაპი, სახელად შევარდნაძე, რომელსაც სამი თავი აქვს: ბურჯანაძის, ივანიშვილის და სააკაშვილის სახით, ერთი დარტყმით გავანადგუროთ სამთავიანი გველეშაპი. „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ ის შეძლო, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, ეკლესიის რჩევები არ გაითვალისწინა და სოდომი და გომორი დააკანონა.  ქუთაისი არის დიდი დავით აღმაშენებლის ქალაქი და ქუთაისი შეძლებს არჩევნების გზით დაამარცხოს ხელისუფლება. ქუთაისელებთან ერთად შევძლებთ, გავუშვათ ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსავლეთში,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1970
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია