დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დავით ბაქრაძის ხონში ჩასვლა ადგილობრივებმა გააპროტესტეს
2013/08/12 19:00:10

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი  დავით ბაქრაძე დღეს ხონის სოფელ ივანდიდში ადგილობრივ ამომრჩევლებს  შეხვდა.  ბაქრაძის ვიზიტი ხონელებმა გააპროტესტეს და ხონის ცენტრში აქცია გამართეს.  „ბაქრაძე ბანდის ლიდერია“, „აკაკი ბობოხიძე ცოცხგამკეთებელია“,“ ბობოხიძეები ხონის სირცხვილია“ - ამ ლოზუნგებით დახვდნენ ხონელები დავით ბაქრაძეს.

„არა მგონია  რომელიმე მთავრობას იმდენი უსამართლობა გაეკეთებინათ  ამ ქალაქში, რამდენიც ამათ. დამლაგებლებიც  კი  ბობოხიძეების უკითხავად არ დანიშნულან, სამსახურიდან მოხსნა, ცემა-ტყეპა დააკანონეს.  ერთი სული  მაქვს როდის მოვიშორებთ  ამათ“-აღნიშნა ხონის მკვიდრმა  ავთანდილ ფაილოძემ.

ასევე, აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი  აპირებდნენ,  რომ ივანდიდშიც  მივიდნენ  და  დავით ბაქრაძის ჩამოსვლა იქაც გააპროტესტონ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1873
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია