დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ და რატომ დაატოვებინა დედა პარასკევას სამთავროს მონასტერი
2014/04/29 12:22:57

სამთავროს მონასტრის ხელმძღვანელის დედა ქეთევანის გადაწყვეტილებით, დედა პარასკევას მონასტერი დაატოვებინეს. თუ რა გახდა მონასტრიდან დედა პარასკევას გაშვების მიზეზი, ეს ამ დრომდე უცნობია. ამჟამად, დედა პარასკევა თბილისში იმყოფება და მას სამთავროს მონასტერში მისვლა აუკრძალეს.სამთავროს მონასტრის დედები დედა პარასკევას მიმართ აგრესიულობით გამოირჩევიან და მასთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაციები სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან მიაქვთ.

 

"დედაოს მამა გაბრიელის კელიის გასაღები ჩამოართვეს, რომელიც მას წლების განმავლობაში ჰქონდა ჩაბარებული. ამას გარდა, დედაოს მოსთხოვეს, მამა გაბრიელის მოსასხამი და მამა გაბრიელის წმინდა სისხლი დაეთმო, რომელიც სინჯარაშია მოთავსებული. დედაოს მოსასხამი მამა გაბრიელმა პირადად უსახსოვრა და, რა თქმა უნდა, დედაო მას ვერ დათმობდა. როგორც გავიგეთ, პატრიარქს ამბავი მიუტანეს, რომ თითქოს, დედა პარასკევა მამა გაბრიელის ლუსკუმასთან ისე დგას, რომ ხალხს მონასტერში შესვლაში ხელს უშლის, რაც დიდი სიცრუეა’’, - განაცხადა სამთავროს მონასტერში მიმდინარე პროცესების მხილველმა ქალბატონმა.

 

შეგახსნებთ, რომ დედა პარასკევა, წლებია, რაც სამთავროს მონასტერში მსახურობს. წლების განმავლობაში, ის მამა გაბრიელის საფლავს უვლიდა და იქ მისულ ადამიანებს გულთბილად იღებდა. 

 

 

წყარო: cp.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2555
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია