დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონის ამბები
რატომ არ "აჭაჭანებს" ლანჩხუთელებს კომისიაში ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე?
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/03/20 02:10:47

ლანჩხუთის კულტურის ცენტრი ა(ა)იპ–დ 2007 წლის 26 მაისს დაფუძნდა და მისი დამფუძნებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოა. საკრებულოს 2012 წლის 12 იანვრის #4 განკარგულების თანახმად, ცენტრის შექმნისა და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, წესდებას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

 

საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორს; აძლევს თანხმობას ცენტრისსტრუქტურის და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე. თავის მხრივ, ცენტრის დირექტორი საკრებულოსთავმჯდომარესთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურას და საშტატო განრიგს. ცენტრის დირექტორიანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.

 

ამავე განკარგულების თანახმად, ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ცენტრის ერთ-ერთითანამშრომელი. გია ქურიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ დირექტორის მოვალეობა, მას შემდეგ, რაც ქურიძის მოადგილემ, დავით რამინაშვილმა უარი განაცხადა, გია იმნაიშვილს დაეკისრა.

 

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომ ცენტრის დირექტორის ადგილი თავისუფალი იყო, საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე ცხრა განცხადება შევიდა. ფაქტია, სამუშოს მაძიებლები სამუშაოს ეძებენ და განცხადებების დაწერაც გასაკვირი არაა. ცხრა განცხადებამ თავისთავად წარმოშვა დილემა, როგორ უნდა შერჩეულიყო საუკეთესო ისე, რომ არ დასმულიყო კითხვა, არ გაჩენილიყო ეჭვი. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს სრული უფლება ჰქონდა, ერთპიროვნულად დაენიშნა დირექტორი, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩატარებულიყო კონკურსი, თუმცა კომისიის წევრებად არცერთი ლანჩხუთელი არ მიუწვევია.

როგორ გამოიყურება საკონკურსო კომისია:

1. ამირან გიგინეიშვლი - საკრებულოს თავმჯდომარე

2. ალექსანდრე კალანდაძე - საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას პროგრამების მენეჯერი

3. მინდია სალუქვაძე - ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პრეზიდენტი

4. ლევან მჟავანაძე - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პროგრამების მენეჯერი

 

„ალექსანდრე კალანდაძე - თვითმმართველობის მაგისტრია. ლევან მჟავანაძე წლებია ეროვნულ გამოცდებს ხემძღვანელობს გურიაში და მისი მიუმხრობლობის ეჭქვეშ დაყენება როგორ უნდა მოაფიქრდეს ვინმეს. მინდია სალუქვაძეც ზუსტად ლევანთან ერთად მუშაობს წლებია ეროვნულ გამოცდებზე და ექსპერტის სტატუსი აქვს თვითმმართველობაში. სამთავე მენეჯმენტის ტრენერები არიან“, გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ.

 

გურიის გუბერნატორმა, გიორგი ჩხაიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მანამდე, სანამ საჯარო მოხელეთა კონკურსი ჩატარდება, კარგი იქნება თუ კონკურსი ა(ა)იპ–ებს ჩაუტარდებათ:

„მე ვთვლი, რომ კონკურსი ა(ა)იპ-ებში კანონსაწინააღმდეგო ქმედება არაა. ეს ორგანიზაციები საკრებულოს დაარსებულია, ასე რომ, სრულიუფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება და ყველა ა(ა)იპ-ში ჩაატაროს კონკურსი. მე ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე სწორედ ა(ა)იპ-ებში უნდაჩატარდეს კონკურსი. არაა აუცილებელი საკონკურსო კომისიაში მაინცადამაინც საკრებულოს წევრები შევიდნენ, მე მაგალითად, როცა გამოვაცხადე კონკურსი, კომისიის ერთ-ერთი წევრი ბანკის თანამშრომელი იყო“, გვითხრა გიორგი ჩხაიძემ.

გიორგი ჩხაიძე თვლის, რომ კარგი იქნებოდა კონკურსი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჩატარებულიყო, თუმცა ამბობს, რომ ემხრობა კონკურსის ჩატარებას: „მე კონკურსის ჩატარების მომხრე ვარ, მაგრამ არა კომისიის წევრებისა. ვთვლი, რომ ლანჩხუთელი უნდა იყოს კომისიაში. ასეთი მიდგომა ამომრჩევლების, ლანჩხუთელების შეურაცხყოფაა და თანამდებობის პირი არ უნდა აკეთებდეს ასეთ განცხადებებს. მე არ ვეწინააღმდეგები კონკურსს, პირიქით, მომხრე ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ კომისიაში ლანჩხუთელი კადრი უნდა იყოს. ეს პირადად ჩემიც, როგორც რიგითი ლანჩხუთელის შეურაცხყოფაა“, დაგვიზუსტა გიორგი ჩხაიძემ.

 

რატომ არ შეიყვანა კომისიაში ლანჩხუთელები? ამ კითხვით ჩვენ უკვე საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილს მივმართეთ:

„გარკვეული დროის უკან უნდა ჩატარებულიყო მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსი. ეს ის პერიოდია, როცა საკრებულოსსხდომაზე შემოცვივდა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენელთა ნაწილი და სხომა ჩაშლამდე მიიყვანა. შეგახსენებთ, რომ იმ სხდომაზეიხილებოდა საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. არ იხილებოდა საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატეტსტაციო კომისიის შემადგენლობა, რისი შერჩევაც, კომისიის თავმჯდომარის პრეროგატივაა კანონით. როცა სხდომა ხმაურის მერე გავაგრძელე, ვთქვი, რომ იმის გამოსარიცხად, რასაც ქვია ნეპოტიზმი, პირადი ან პატრიული ინტერესით კონკრეტული ადამიანის კონკურსში გამარჯვების ხელშეწყობა, ლანჩხუთელები კომისიაში არ იქნებოდნენ.

 

ძალიან ადვილია კრიტიკა იმისა, რომ ლანჩხუთელები არ არიან კომისიაში. არგუმენტი იქნება: ლანჩხუთშიც არიან კომპეტენტური ადამიანებიო. რა თქმა უნდა არიან და ბევრიც. სამაგიეროდ მერე წამოვა ეჭვები, რომ ჩააწყვეს, ეს კი არა ის უნდა გამარჯვებულიყო და ასე შემდეგ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაზე ყველა ადგილზე მეტად ჩემი ლანჩხუთი მიყვარს, ჩავთვალე გავფრთხილებოდი ჩემს, საკრებულოს, თვითმმართველობისა და იმ ადამიანის რეპუტაციას, ვინც უნდა შეირჩეს. სწორედ ამიტომ არ არიან ლანჩხუთელები კომისიაში. კომისიის პირველსავე სხდომაზე გადავწყვიტეთ, რომ გუბერნიასაც და კულტურის სამინისტროსაც ვთხოვოთ მათ მიერ კომისიის წევრების წარმოდგენა, თუ, რა თქმა უნდა საჭიროდ ჩათვლიან“, ამბობს გიგინეიშვილი.

მისი თქმით, „აქ ასეთი საქმეა: „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები". ოდესმე ლანჩხუთში ხომ უნდა ჩატარდეს ღია, გამჭვირვალე და მიუმხრობელი კონკურსი? ან ვიღაცამ ხომ უნდა დაიწყოს ეს საქმე?“

 

როგორც გავიგეთ, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები იქნება: უმაღლესი ან კოლეჯის განათლება, 3 წელი მუშაობის სტაჟი კულტურის სფეროში და/ან 2 წელი მენეჯერად მუშაობის გამოცდილება, ერთი რეკომენდაცია მაინც. გარკვეული კანონების ცოდნა და მომხმარებლის დონეზე, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. სასურველია, კონკურსანტი ფლობდეს უცხო ენას.

 

არის თუ არა ადამიანის უფლებათა დარღვევა ის, რომ კონკრეტდება სამუშაო გამოცდილების სფერო?  ამირან გიგინეიშვილმა ვიპასუხა:

 

„კულტურის სფეროში მუშაობის გამოცდილება ვფიქრობ კარგი პირობაა, რადგან თუ ადამიანს არც მართავსთან და არც კულტურასთან შეხება არ ქონდა, მარტო შეგუება/შესწავლაში დაეხარჯება რამდენიმე თვე, რაც ჩვენთვის წყალში გადაყრილი იქნება. რაგორ ჩამოაყალიბებს მართვისა და განვითარების სტრატეგიას? დარგის სტრატეგია უნდა განავითაროს მართვითი მეთოდებით და თუ ის ქიმიური წარომების სფეროში მუშაობდა, გარკვეული პერიოდი ადაპტაციას მოუნდება, რისი ფუფუნებაც ჩვენ არა გვაქვს. თუმცა აქვე გითხარი, რომ მენეჯერული გამოცდილებაც საკმარისია“.

 

საია-ს  ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით, ის, რომ კონკრეტდება სამუშაო გამოცდილების ადგილი, ანუ კულტურის სფერო, არაა ადამიანის უფლებების დარღვევა:

 

„საკრებულოს დაარსებულია ა(ა)იპ და საკრებულოსვე აქვს უფლება საკონკურსო პირობები შეიმუშავოს. პირადად მე ვერაფერ გასაოცარს ვერ ვხედავ იმაში, რომ კულტურის სფეროში მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს, პირიქით, კარგიც კია, რადგან საქმე ეხება კულტურას და ეს ძალიან ფაქიზი სფეროა“, გვითხრა ტრაპაიძემ.

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა რესპუბლიკელი რომან ბიწაძის კომენტარიც, რომელმაც ეჭვი გააჩნია, რომ ბიწაძე ერთი კონკრეტული კანდიდატის მხარდამჭერია, რასაც ბიწაძე კატეგორიულად უარყოფს, თუმცა სოციალურ ქსელშივე წერს:

 

„მოკლედ კულტურის ცენტრის თანამშრომელთა „პათოსიანი“ ხელმოწერები და კანდიდატების შეფასებები წავიკითხე... სამარცხვინოა... მართალია „ლანჩხუთი არის ნიჭის სამარე და უნიჭოთა აკადემია". მე არ ჩავერეოდი ამ საკითხებში, ხელმოწერები და კანდიდატთა შეფასებები „პოლიტიკურ“ აქცენტებს, რომ არ შეიცავდეს. მე თუ მკითხავთ, კანდიდატები, რომლებიც ასე „აზროვნებენ“, „ვიღაც ბათუმელი", „ჩვენი კოლექტივი“ და ასე შემდეგ, საერთოდ ამოღებული უნდა იქნას კანდიდატების სიიდან, რადგან ასეთი განცხადებები შორს არის კულტურისაგან, გავრკვიე: ეს „ვიღაც ბათუმელი"არც მეტი, არც ნაკლები, ლანჩხუთელი აღმოჩნდა, ლანჩხუთი ნიჭის საფლავი რომ არის, იმიტომ გახდა, ალბათ, ბატონი წერეთელი ვიღაცებითვის ვიღაცა, წარმოიდგინეთ, ბათუმელებს რომ ეთქვათ თავის დროზე ამ ადამიანზე, ვიღაც ლანჩხუთელი არ გვინდაო. მაგრამ ბათუმი ბათუმია თავისი კულტურით, ტრადიციით და სიყვარულით.დავფიქრდეთ ამაზე“.

ამ ეტაპზე კომისიაში დამატებით წევრებს ელოდებიან. განცხადებებიც ვაკანსიაზე დასაქმების მსურველებმა კომისიის სახელზე უნდა შეიტანონ. კომისიის სხდომებსა და კონკურსზე დასწრების უფლება ექნებათ კომისიაში აკრედიტებულ დამკვირვებლებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ამდენად, სხდომებიცა და გადაწყვეტილებაც მყისიერად იქნება საჯარო. 

P.S.  აპელირებამ იმით, რომ ვიღაც ნაციონალი იყო, ვიღაც დღემდე ნაციონალია და ვიღაც ოცნების დროშას აფრიალებდა, უკვე პიკს მიაღწია. სამწუხაროა, რომ კულტურის დაწესებულებაც პოლიტიკური ბატალიების ადგილი გახდა. სამწუხაროა, რომ არსებობს ეჭვები, თითქოს ლანჩხუთი პოლიტიკურად გაყიდულია და რომ ის „წითელ თუმნიანებზე“ ნაციონალურმა მოძრაობამ იყიდა. 

იმედია, კომისია, რომელიც აპოლიტიკური და კომპეტენტურია, აუცილებლად მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3083
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია