დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბელორუსიის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს
2016/10/28 11:00:29

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე  ეკატერინე გრიგალავა ბელორუსიის სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე მიხაილ პორტნოის შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილეს და ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.


დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებმა დელეგაციას, კომერციული და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის გამოცდილება გაუზიარეს.


ასევე იმსჯელეს დაცულ ტერიტორიებზე ეკო-ტურიზმის მდგრად განვითარებასა და ბელორუსიაში 2017 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტი - „ტურიზმის მდგრადი განვითარება ბელორუსიაში“ შესახებ.


დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც უცხოელი სტუმრები ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიების ინფრასტრუქტურას გაეცნობიან.


საქართველოს შემდეგ ბელორუსი დელეგატები გერმანიასა და სლოვენიას ეწვევიან.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13605
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია