დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ნომერ მეორე სამშობიარო მრავალპროფილიანი გახდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/03/15 15:56:15

ქუთაისის ნომერ მეორე სამშობიარო კლინიკა მრავალპროფილიანი გახდა. ერთი წლის წინ გახსნილ კლინიკაში, მხოლოდ  ქალთა კონსულტაცია ფუნქციონირებდა, დღეიდან კი კლინიკას სამეანო,  სამშობიარო და გინეკოლოგიური განყოფილებები, ასევე ახალშობილთა და დიდების რეანიმაციული განყოფილება დაემატა. მრავალპროფილიანი კლინიკა ქუთაისის გარდა იმერეთის რეგიონს მოემსახურება. სამშობიარო  20 საწოლზეა გათვლილი. 

„ჩვენი სამშობიარო მრავალპროფილიანი გახდა, დღეიდან რამდენიმე განყოფილება დაგვემატა. ასევე ნომერ მეორე სამშობიარო საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაზღვეულ პაციენტებს სრულ მომსახურებას გაუწევს. სახელმწიფოს პროგრამას საყოველთაო ჯანდაცვასთან დაკავშირებით, ჩვენ თანმხვედრი ნაბიჯით შევხვდებით, რაც გულისხმობს იმას, რომ დაზღვევის ფარგლებში ოსრულთა მეთვალყურეობის მხოლოდ ოთხი ვიზიტია გათვალისწიბნებული,  დანარჩენ 4 ვიზიტს კი ორსულ ქალბატონებს  ჩვენი კლინიკა უფასოდ ჩაუტარებს. იმედი გვაქვს, რომ  ფარმაცევტული კომპანიები დაგვიჭერენ მხარს და საჭირო მედიკამენტებსაც უფასოდ მივაწვდით პაციენტებს“-განაცხადა სამშობიაროს დირექტორმა ირაკლი მერკვილაძემ.

ახალი განყოფილებიების პრეზენტაციას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე სალომე ოიბიძე ესწრებოდნენ.

„არსებული დემოგრფიული პრობლემის ფონზე მნიშვნელოვანია მსგავსი სტანდარტების მქონე სამშობიაროს გახსნა. საკმაოდ დიდი ინვესტიციაა ჩადებული. მიხარია, რომ ჩემი მერობის პერიოდში გაიხსნა არსებული სამშობიარო. მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ადგილობრივი კადრები დასაქმდნენ“-განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5481
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია