დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მაღალმთიან რეგიონებში ოჯახის შექმნას სახელმწიფო 10 000 ლარით წაახალისებს
2015/04/15 16:27:50

მაღალმთიან რეგიონებში ქორწინების წახალისების კონკრეტული გეგმა აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ  დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძემ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მაღალმთიან რეგიონებში ქორწინების ძალიან დაბალი მაჩვენებელია და აუცილებელია ქორწინების ისევე წახალისება, როგორც ეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ხდება.


„ჩვენ გამოვიკვლიეთ და მოვიძიეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება ევროპული სახელმწიფოების მაღალმთიან რეგიონებში, რომლებსაც აქვთ მსგავსი პრობლემები. თუმცა ჩვენთან, ამ მხრივ, სრული კატასტროფა ხდება. წახალისების იდეა ფონდში მას შემდეგ გაჩნდა, რაც დაახლოებით ერთი წლის წინ ყაზბეგში ვიყავით და ვნახეთ, რომ იქ შინაბერებისა და ბერბიჭების რაოდენობა ძალიან დიდია. ძალიან ბევრი 40 წლამდე მამაკაცი და ქალი არის დაუქორწინებელი და ეს სერიოზული პრობლემაა“, – აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.


მისი ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყანაში ქორწინების წახალისების სხვადასხვა ფორმები არსებობს. ეს არის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, ერთჯერადი ფულადი დახმარება, მცირე ბიზნესის დასაწყებად ხელშეწყობა და სხვა. ფონდის ინიციატივაა, რომ წახალისებისთვის საჭირო პროცედურები "მთის შესახებ კანონში" იყოს ჩადებული.


მისი განცხადებით, ამავე კანონში იდება კიდევ ერთი მუხლი, რომლის თანახმადაც, არა მხოლოდ მესამე და შემდეგ შვილზე იქნება ფულადი დახმარება, არამედ პირველ და მეორე შვილზეც.


„ეს არის შობადობის წახალისება, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია, თუმცა შობადობამდე ოჯახი უნდა შეიქმნას. სწორედ ამიტომ დააყენა ფონდმა ქორწინების წახალისების საკითხი“, – ამბობს ჩიბურდანიძე.


ასევე, მთის კანონში იდება მუხლი, რომლის თანახმადაც, არა მხოლოდ მესამე და შემდეგ შვილზე იქნება ფულადი დახმარება, არამედ პირველ და მეორე შვილზეც. ეს შობადობის წახალისებაა, თუმცა შობადობამდე უნდა შეიქმნას ოჯახი.


„საქართველოს ბიუჯეტი, ამ ეტაპზე, ვერ გაწვდება ამ ინიციატივის განხორციელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს მრავალწლიანი პროექტი იქნება და შემდეგ წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით, მოხდება წახალისება. ამ ეტაპზე, მთავარია მთიანი რეგიონები, სადაც სოფლები ფაქტობრივად დაცლის პირასაა და სწრაფას უნდა მივხედოთ ამ პრობლემას. აპრილის ბოლოს ჩვენ უკვე კონკრეტული საკითხები გვექნება მომზადებული და დასრულებულ გეგმას საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ“, – აცხადებს ჩიბურდანიძე.


ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხა იქნება საჭირო ამ ინიციატივის განსახორციელებლად და კონკრეტულად რა ღონისძიებების ჩატარება იგეგმება ამ მიმართულებით. ფონდს ამ საკითხე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია.


„სავარაუდო თანხები გამომდინარეობს იქიდან, თუ რას შევთავაზებთ წყვილებს. იქნება ეს ერთჯერადი ფულადი წახალისება, ვთქვათ, 5 000 ან  10 000 ლარის ფარგლებში, ეს იქნება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, თუმცა მაღალმთიან რეგიონებში, როგორც ცნობილია, ბინის პრობლემა ნაკლებად არის, ეს პრობლემა ქალაქებში უფრო შეინიშნება. იქ არის ძირითადად დასაქმების და მცირე ბიზნესის დაწყების პრობლებაა“, – აცხადებს ჩიბურდანძე.


მისივე ინფორმაციით, ყველაზე მთავარი ინიციატივა, რომელსაც ფონდი ამზადებს, მთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახლადშექმნილი ოჯახების ხელშეწყობა იქნება, რომელიც ან დაბალპროცენტიან სესხებს მოიცავს ან გარკვეული თანხის ფარგლებში ოჯახებს სახელმწიფო უზრუნველყოფს, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ მცირე მეურნეობები დაიწყონ.


თამარ ჩიბურდანიძის ინფორმაციით, ამ ინიციატივის ციფრებში გადმოცემა და კონკრეტული გეგმის წარდგენა უახლოეს კვირებში იგეგმება.

 

წყარო http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=20861

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია