დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაწუნებული ჯიხურები ქუთაისის ცენტრალურ უბნებშიც გამოჩნდა
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/03/06 14:18:38

ქუთაისის მერიაში შექმნილმა სპეციალურმა სარევიზიო  ჯგუფმა, რომელსაც ქუთაისში განთავსებული ჯიხურების საქმე უნდა შეესწავლა, როგორც ჩანს, ეს საკითხი მოიჯარის სასარგებლოდ გადაჭრა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჯიხურების მოწინააღმდეგე მოსახლეობასთან ერთად თავად ქალაქის ამჟამინდელი მერის მოვალეობის შემსრულებელიც იყო და შეუსაბამო იერსახის გამო  მათ ადგილს ქალაქის პერიფერიებშიც ვერ ხედავდა, „ბარაქას“ ჯიხურები ცენტრალურ უბნებშიც გამოჩნდა.

 

მურღულია ჯიხურების ქალაქიდან მოშორებაზეც საუბრობდა იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ხარვეზები აღმოჩნდებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ 20 მიწის ნაკვეთი, სადაც ჯიხურები დაიდგა, აუქციონის გარეშე, პირდაპირი განკარგვის წესით, მინიმალურ ფასად წელიწადში 1 700 ლარად გაიჯარდა.

 

ორი წლით ადრე, 2011 წელს, საკრებულომ ქუთაისის ტერიტორიაზე ჯიხურების დადგმა და მათში სურსათით ვაჭრობა სპეციალური განკარგულების გამოცემის საფუძველზე აკრძალა. საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა კი ისე, რომ წინამორბედის განკარგულება არ გაუუქმებია, ჯიხურების დადგმის ხელშეკრულების ნებართვას ხელი მოაწერა.

 

 

როგორც ჩანს, ჩამოთვლილი მიმეზები „საპატიო დარღვევებად“ ჩაითვალა და როგორც ენამოსწრებული ქუთაისელები ამბობენ,  „ქუთაისის ბუტკაისად“  ქცევის პროცესი უკვე ქალაქის ცენტრალურ უბნებშიც დაიწყო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია