დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნატოს დღეები იმერეთში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/04/20 22:26:00

 

 

   ნატოს დღეებთან დაკავშირებით იმერეთის ადმინისტრაციაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.


აღნიშნულ შეხვედრას იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი,  მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულო თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ . თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენელმა დავით ძიძიშვილმა საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა.

 

მან აგრეთვე მიმოიხილა მსოფლიოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარება და ნატოს როლი აღნიშნული საკითხების მოგვარებაში. დავითმა ყურადღება გაამახვილა  DCFT-ს მნიშვნელობაზე, რომ არ ვართ დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე და ევროპული სტანდარტებით დამზადებული ნედლეული მეტ სარგებელს მოუტანს, როგორც ქვეყანას ასევე მეწარმის კეთილდღეობაზეც აისახება. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრიანებამდე გასავლელი გზები და გადასალახი პრობლემები, რომელიც არც ისე მარტივია.  იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იქნას დაცული და გვყავდეს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორები,  საჭიროა ნატოს წევრი ქვეყანა გავხდეთ.


სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ პაატა ნადირაძე- ჭიათურის მერი, რომელმაც აღნიშნა, რომ ბრიუსელში ვიზიტის დროს ნატოს შტაბბინაში წარმომადგენლებთან შეხვედრებზე არაერთხელ დაფიქსირდა კეთილი ნება ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ ამისათვის აუცილებელ პირობად მაინც რუსეთთან დალაგებული პოლიტიკური დიპლომატიას მიიჩნევენ.

 

 აგრეთვე ხარაგაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ქალბატონმა მანანა ბარბაქაძემ გააჟღერა ინფორმაცია, რომ ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრად წოდებულ ბორდოს შესასვლელს ხარაგაურში დამზადებული ქვევრი ამშვენებს.

 

მიმდინარე წელს ნატოს დღეები განსაკუთრებით აღინიშნება საქართველოში. ჩვენი ქვეყნის 8 რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში. იმერეთის რეგიონში ნატოს დღეები 2018 სხვადასხვა კულტურულ და სპორტული აქტივობებით აღინიშნა. აგრეთვე დაგეგმილია სხვადასხვა მაშტაბური ღონისძიებები, რომელსაც  ორგანიზებას და საინფორმაციო მხარდჭერას   უწევს  საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center.

 

 ნატოს დღეები წელს მეტერთმეტედ აღინიშნება და მის მიზანს ალიანტი და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმაციულობა წარმოადგენს.

 

ეთერ ჩუმაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1399
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია