საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თანადგომის მადლი
მარიამს თვალის ჩინი დაუბრუნდა!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/02 13:05:00

რა კარგია, ყველაფერი კარგად როცა მთავრდება...

მარიამ მარკოზიას სევდიანი ამბავიც კარგად დამთავრდა...

ხომ გახსოვთ, მარიამ მარკოზია, 6 წლის პატარა გოგონა , რომელსაც მხედველობის პრობლემა ჰქონდა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა საზღვარგარეთ ოპერაცია....

ჩვენ გთხოვდით, რომ დავხმარებოდით მარიამს იების დანახვაში...

საბედნიეროდ გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები , რომლებმაც გაითავისეს მარიამის პრობლემა და დახმარების ხელი გაუწოდეს...

 



საზოგადოების ინფორმირებულობა თავის თავზე აიღო ბევრმა საინფორმაციო საშუალებამ, მარიამის მამამ რომ იტყვიან, რკინის ქალამნები ჩაიცვა და ფეხდაფეხ მოიარა მთელი თბილისი, შვილის დაბრმავებისგან ხსნას თხოვდა ნაცნობს თუ უცნობს...



ბევრმა გაიღო უანგადოდ დახმარება, ყოველგვარი აფიშირების გარეშე, ლევან მარკოზიას(მარიამის მამა) არ ყოფნის სიტყვები მადლიერების გამოსახატავად...

,,მთელი ცხოვრება ვილოცებ მათზე, მათ მე შვილი გადამირჩინეს''...



განსაკუთრებით ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს უხდის მადლობას, სწორედ მას მიუძღვის ლომის წილი მარიამის თვალის ჩინის დაბრუნებაში...

კეთილი ადამიანების წყალობით, მოხერხდა მარიამის გამგზავრება სტამბულში აჯაბედინის კლინიკაში...



26 თებერვალს გაუკეთდა მარიამს ოპერაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა და უკვე მარიამს ერთ თვალში მხედველობა სრულიად აღუდგა ,მეორე თვალში კი 30% პროცენტი აქვს, მედიკოსები ირწმუნებიან, რომ ცოტა ხანში საბოლოოდ აღმოიფხვრება მარიამის მხედველობის პრობლემა...



ოპერაციის მეორე დღეს, საფენები რომ ახსნეს მარიამს და დედა დაინახა, გაოცებულს უკითხავს თურმე–დედას ყოველთვის დავინახავო?

მარიამი უკვე გამოწერეს კლინიკიდან, ორ დღეში ის სამშობლოში დაბრუნდება და გაზაფხულის მახარობელ იებს დაინახავს...




ჩვენ შევძელით, ყველამ ერთად შევძელით რომ მარიამს იები დაენახა, ძალა ყოველთვის ერთობაშია...

 




p.s. ახლა კი, როცა მარიამს შეუძლია იების დანახვა,მე მჭირდება თქვენი დახმარება, სად გეგულებათ კარგი იები, მასწავლეთ! მარიამს, ჩემი ხელით დაკრეფილი, იები უნდა მივართვა... 

 

ლელა თოლორდავა

 

წყარო: http://aianews.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2175
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია