საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საკანონმდებლო ინიციატივა
პარლამენტი ჩოხაზე ხანჯლის ტარების აკრძალვას აპირებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/27 11:54:12

ეროვნულ სამოსზე მისი შემადგენელი ატრიბუტის - ხანჯლის ტარების აკრძალვა პარლამენტში განხილვის საგანს წარმოადგენს. საკითხი იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე წამოიჭრა, სადაც კომიტეტი "ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსთან" დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივაზე მსჯელობს, რომლის ერთ-ერთი სიახლეც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღით ტარების აკრძალვაა.

 

კერძოდ, როგორც ცნობილია, ცივი იარაღის ტარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დასჯადი ქმედება ხდება და ქუჩებში, ეზოებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კინო-თეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, კაფეებში, რესტორნებში, ტრანსპორტში, ავტო და რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ეს პირის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

 

იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში კი, სამართალდამრღვევს 1000 ლარიანი ჯარიმა, ან 15 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება. ამასთან, შსს კანონპროექტში იმ კონკრეტულ გარემოებებზე მიუთითებს, რა შემთხვევაშიც პირს სანქციის დაკისრება არ დაემუქრება - ერთ-ერთი ასეთი გარემოება ნაციონალური სამოსელის ტარებაა, როცა ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვა) ასეთი სამოსელის ნაწილია.



როგორც ამასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რამდენიმე დღის წინ კოლმეურნეობის მოედანზე მომხარ ინციდენტთან დაკავშირებით ითქვა, რომ "ჩოხოსნებმა" ორი მამაკაცი ხანჯლით დაჭრეს. ხმალაძე დაინტერესდა, რა შეიძლება ითქვას ასეთი შემთხვევების დროს, როცა კანონით ნაციონალურ სამოსზე იარაღის ტარება არ იკრძალება. ხმალაძემ იკითხა, რომ თუკი ხანჯალი დასაშვებია, მაშინ რატომ იკრძალება დანა. 

 


დეპუტატის კითხვის პათოსი არ გაიზიარა "კონსერვატორმა" დეპუტატმა გიგა ბუკიამ, რომლის თქმით, ადგილი ისეთ შემთხვევებსაც ჰქონია, როცა ქორწილში ადამიანისთვის თავში ბოთლი ჩაურტყამთ და ამ ლოგიკით, ბუკიას თქმით, სუფრაზე სასმელის მინის ბოთლებით მიტანაც უნდა აიკრძალოს. მან ხმალაძეს მიმართა, რომ შეუძლია აჩვენოს საფლავები, სადაც მითითებულია, რომ გარდაცვლილი თოხის თავში ჩარტყმის შედეგად არის დაღუპული. 



თავად საკითხის წარმდგენი, შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია განმარტავს, რომ ერთადერთი, რის გამოც აღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევის დაშვება მოხდა, ქართული ტრადიციულობის და ეროვნული სამოსის ატრიბუტიკის გათვალისწინება იყო. იზორიას თქმით, ეროვნული სამოსის ტარებისას ხანჯლის ტარების აკრძალვა ტრადიციულობასთან შესაბამისობაში არ მოვა. 

 


იზორია კოლმეურნეობის მოედანთან მომხდარი ინციდენტის მსგავსს შემთხვევებზე გამოსავალს პრევენციასა და სამართლადამცავთა მუშაობაში ხედავს. 

 

"BPI"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია