დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პატიმარ კორტავას გარდაცვალების საქმეზე კიდევ სამ პირს შეეფარდა პატიმრობა
2013/08/05 17:45:30

დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  გეგუთის ციხეში გარდაცვლილი ლევან კორტავას საქმეზე კიდევ სამი პირის საქმე განიხილა. საქმეზე დაკავებულ ალეკო ბაბუნაშვილს, თენგიზ ნასარაიას და გოგა კოხოძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებისგან ორი  გეგუთის ციხის ყოფილი თანამშრომელი, ერთი კი ყოფილი პატიმარია.

იმერეთის მთავარმა სამმართველომ კორტავას გარდაცვალების საქმეზე სულ ხუთი პირი დააკავა. მათგან ორს,  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა გუშინ შეუფრდა.

გეგუთის ციხეში დაახლოებით ორი თვის წინ გარდაცვლილი ლევან  კორტავას საქმე გახსნილად 2 აგვისტოს გამოცხადდა.

კორტავას ოჯახის წევრები საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღალჩინოსანთა,  მათ შორის,  გეგუთის ციხის უფროსისა და მისი მოადგილის დაკავებას მოითხოვენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1448
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია