დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ოცნების" შუხუთის მაჟორიტარი ირწმუნება, რომ "ბიძინას კურსიდან" არ გადაუხვევია
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/06/01 01:51:06

სააგენტო PSNEWS-ზე გამოქევყნებული სტატიის „ქართული ოცნებიდან რვა წევრის გარიცხვას აპირებენ – ვინ გადაუხვია „ბიძინას კურსიდან“?“ გამო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა შუხუთში, აკაკი იმნაიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.


საქმე იმაშია, რომ აღნიშნულ სტატიაში მოყვანილი იყო „თავისუფალი დემოკრატების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის გამგეობის განცხადება, რომელშიაც აღნიშნული იყო შემდეგი: „აუცილებლად მიაჩნიაქართულმა ოცნებამუსწრაფესად მიიღოს ზომები პარტიის იმ წევრების ორგანიზაციიდან გასარიცხად, რომლებიც გამგებლობის სხვა კანდიდატს, ბორის ჭყონიას, ეხმარებიან.


ასევე აუცილებლად მიგვაჩნია მსგავს ქმედებებში შემჩნეული პირების არჩევნებიდან მოხსნა. ასეთებია სიის მეშვიდე ნომერი ამირან ქანთარია და მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ შუხუთში აკაკი იმნაიშვილი.


პრესკონფერენციაზე იმნაიშვილმა სტატიის ავტორისაგან წყაროს დასახელება მოითხოვა(!).


ბატონ აკაკის შევახსენებთ, რომ წყაროს დასახელების ვალდებულება ჟურნალისტს არა აქვს, ვერც იძულებით გააწყობთ რაიმეს, კანონი მედიის მხარესაა.

„მე ვთხოვ ჟურნალისტს, დამისახელოს წყარო, რადგან ჩემი რეიტინგი ძალიან დაეცა სოფელში. თანაც მე ნამდვილად ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი“, – განაცხადა იმნაიშვილმა.


ჩვენ შევახსენეთ იმნაიშვილს, რომს ტატიაში არაფერი იყო ნათქვამი პარტიის მხარდაჭერაზე და იქ ეწერა, რომ იმნაიშვილი შემჩნეულია სხვა კანდიდატის მომხრეობაში. მიუხედავად ამისა, კანდიდატი მაინც პარტიის მხარდაჭერას უსვამდა ხაზს, რის გამოც მოგვიწია თავიდან ბოლომდე წაგვეკითხა „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადება.


ამის შემდეგ კანდიდატმა როგორც იქნა, განაცხადა, რომ ის ზაზა ურუშაძის მომხრეა.

„ეს განცხადება პარტიამ ნამდვილად მიიღო და ამის შესახებ მე თავად მითხრა ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მაგრამ წყარო მაინტერესებს, ვინ მოგაწოდათ“ – მაინც არ გვეშვებოდა კანდიდატი (!).


კითხვაზე: მხოლოდ ჩვენი სტატიიდან გაიგო მან ამ ხმების თაობაზე? იმნაიშვილმა გვიპასუხა:

        არა, მე გავიგე, რომ ჩემ შესახებ შტაბში ამბობდნენ, ზაზა ურუშაძეს მხარს არ უჭერსო, რის გამოც მივედი და მას პირისპირ დაველაპარაკე.

        ანუ განცხადებაში ტყუილი არ წერია და ამ ჭორის შესახებ თქვენც იცით?

        ჭორის შესახებ ვიცი.

        მაშინ დააკონკრეტეთ უჭერთ მხარს ზაზა ურუშაძეს?

        მე „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატს ვუჭერ მხარს.

        ბატონო აკაკი, განცხადებაში არაფერია ნათქვამი ყველა კანდიდატზე, აქ საუბარია ზაზა ურუშაძეზე...

        კი, ზაზა ურუშაძის მხარდამჭერი ვარ.

        თქვენ სოფელში ხვდებით ამომრჩევლებს? თუ ეწევით საკუთარი თავის, ზაზა ურუშაძის ან პარტიის აგიტაციას?

        მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც ვიცი, რომ ჩვენი მხარდამჭედრები არიან, უფრო სწორად, ზაზა ურუშაძის. ბორის ჭყონიას (გამგებლობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსიდან“) მხარდამჭერებთან და ნათესავებთან არ მივდივარ. ჭყონიას დედა ჰყავს შუხუთელი და დიდი სანათესავო ჰყავს.

პრესკონფერენციას ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ ჩხაიძის ბიუროს უფროსი გოგი გეგიაძეც ესწრებოდა:

        შემიძლია ვთქვა, რომ აკაკი არის ღირსეული ადამიანი, ბიზნესმენი და გულისხმიერი კაცი. ნამდვილად პარტიის წარმატება იქნება ის, რომ ჩვენი საკრებულოს წევრი გახდეს. აკაკი თავად თემურ ჩხაიძის კანდიდატურაა და ჩვენ ყველა მხარს ვუჭერთ მას.

        ბატონო გოგი, დემოკრატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი აკაკი იმნაიშვილის პიროვნულ თვისებებზე...

        გასაგებია, მაგრამ მეც დავძენ, რომ აკაკი არის ზაზა ურუშაძის მხარდამჭერი.


დასასრულ, მივმართავთ ყველა კანდიდატს, სანამ ჟურნალისტს წყაროს დასახელებას მოსთოხვდეს და მისგან წყაროს ვინაობის გასაგებად პრესკონფერენციას გამართავდეს, მანამდე კანონებს მაინც გადაავლოს თვალი ან სხვას მაინც ჰკითხოს, აქვს თუ არა წყაროს დასახელების მოთხოვნის უფლება ჟურნალისტისაგან და თუკი აქვს, რა შემთხვევაში და როგორ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2810
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია