ერთიანი საქართველოს ლიდერი ნონო ბურჯანაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბურჯანაძის მოსაზრებით, პარლამენტში „ნაციონალები“ და „ოცნება“ შეხმატკბილებულად თანამშრომლობენ კოჰაბიტაციის რეჟიმში.
„მათ „კოჰაბიტაციის“ სახელით ხალხი მოატყუეს, სინამდვილეში კი, მათ შორის სერიოზული გარიგება შედგა, დღეისათვის მუდმივი კოჰაბიტაციის რეჟიმში ვცხოვრობთ.“ – აცხადებს ის.
ნინო ბურჯანაძე, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი:
„კოჰაბიტაცია ჯერ არ დამთავრებულა, ოპოზიცია და პოზიცია შეხმატკბილებული არიან პარლამენტში, ამიტომაც ისინი არავითარ კოჰაბიტაციის დასრულებას არ გეგმავე „ნაციონალებსა“ და ოცნებას“ შორის შეთანხმება – ესეც კოაბიტაციის ნაწილია. მოვითხოვოთ, ისეთი პარლამენტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის განწყობას ასახავს. აუცილებელია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ დავიწყოს საუბარი.“