დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
FB-სტატუსი
ლალი მოროშკინა: "საღოლ უკრაინელებო! აი, თურმე, როგორ უნდა გვებრძოლა!!!"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/25 11:31:11

 სოციალურ ქსელში გავრცელდა ლალი მოროშკინას ემოციური წერილი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.  უცვლელად გთავაზობთ მის მიერ გამოქვეყნებულ ამ პოსტს.


,,საღოლ უკრაინელებო!

აი თურმე როგორ უნდა გვებრძოლა!!!
კარგად მახსოვს 2009 წლის 9აპრილის მიტინგი, როცა უნიჭო, ურეიტინგო ოპოზიციონერები იმით ყელყელაობდნენ, რომ თურმე იმდენად ევროპულად გაწონასწორებულები არიან, რომ ფოთოლიც არ ვარდება ხიდან! სწორედ ეს "გაწონასწორებულები" ბედის უკუღმართობით სხედან პალამენტში და ადგილს და ჰაერს აფუჭებენ!!!

 


ზუსტად უკრაინის მთავრობისეული რიტორიკა ჰქოდათ ნაცებს 7 ნოემბერსაც,9-შიც, და 26 მაისსაც, რომ ქუჩაში მოხულიგნო ელემენტები და რუსეთის აგენტები არიან, ახლა კი იგივე ხალხი რუსთაველზე უკრაინის დემოკრატიაზე სახეებს იხოკავენ...
არ ვართ ჩვენ კაი ხალხი...

 


ახლა ვუსმენ კლიჩკოს და სხვა ნაღდი ოპოზიციის ნაღდ ლიდერებს:
-"სიკვდილზე მივდივართ და მზად ვართო!"

 


ვუყურებ უკრაინელ ხალხს, რომელიც იარაღდება"დუბინკებით" და იმოსებიან "ბუშლატებში", იხურავენ "კასკებს" და თეთრი შურით მშურს!!!
ჩვენ კი მაშინ ფოთოლს გავუფრთხილდით, რომლითაც ზოგიერთებმა საკუთარი მანკიერება დაიფარეს!
ახია ჩვენ!

 


პატივისცემით, ლ.მ. ''

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3599
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია