დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ვისოლ ჯგუფის" პრიორიტეტი ხარისხია!
2016/01/29 18:06:40

2015 წელი „ვისოლ ჯგუფისათვის“ განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა


2015 წელს საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ბიზნეს ჯგუფმა - „ვისოლ ჯგუფმა“ განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი მიღწევების ჩაწერა შეძლო და ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება მოახერხა, რომელიც არა მხოლოდ თავად „ვისოლ ჯგუფისათვის“, არამედ სრულიად საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი.


საერთაშორისო ბრენდების „ეკოს“, „ვენდის“,„ვიანორის“, „ტოტალის“, „შევრონის“, „პირელის“  შემდგომ 2015 წელს „ვისოლ ჯგუფმა“ გრძელვადიანი ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე  მსოფლიოში წამყვანი ამერიკული რესტორნების ქსელის - „დანკინ დონატსის“ საქართველოში შემოყვანა შეძლო და მხოლოდ ერთ წელიწადში 16 რესტორნის გახსნა და საყვარელ თავშეყრის ადგილად ქცევა მოახერხა. „დანკინ დონატსი“ არის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდი, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის და რომლის საქართველოში შემოსვლაც მასტიმულირებელია სხვა მსოფლიო ბრენდებისათვის ჩვენს ქვეყანაში განავითარონ ბიზნესი და ეკონომიკა.


გასულ წელსაც,  ისევე როგორც წინა წლებს კომპანიის ისტორიაში, არ ჩაუვლია მნიშვნელოვანი ჯილდოების გარეშე.  2015 წლის ბოლოს მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმისის“ რიგით მე-16 ბიზნესის ეროვნული დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე „ვისოლ ჯგუფი“ წლის საუკეთესო კომპანიად აღიარეს და მთავარი პრიზი - ექსკლუზიური, ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ხელნაკეთი გარდამავალი გრან პრო  - „ბოლნური ჯვარი“ გადასცეს. მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსმა” და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია  “გორბმა” 60 წარამტებულ კომპანიას შორის 30 საუკეთესო სხვადასვა ნომინაციებში გამოავლინა.  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ და ვასილ ხორავა დაჯილდოვდა ოქროს სამკერდე ჯვრით და ნომინაციით: საზოგადოებრივი იმიჯი და რეპუტაცია, პროდუქტისა და მომსახურების უმაღლესი ხარისხი, მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ და სოსო ფხაკაძე კი ოქროს სამკერდე ჯვრით დაჯილდოვდა ნომინაციაში: პროდუქტისა და მომსახურების უმაღლესი ხარისხი, ყველაზე წარმატებული ბრენდი სუპერმარკეტების სექტორში, მომხმარებლის არჩევანი.  


საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია „Epn-Research-მა" კი მედიის წარმომადგენლების და სოციალურ მედიაში გამოკითხვის საფუძველზე მედიისთვის და საზოგადოებისთვის ღია და ტრანსფარენტული კომპანიები და სახელმწიფო უწყებები გამოავლინეს და „ვისოლი“ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას ყველაზე ღია ბიზნეს კომპანიად დაასახელა. „ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე კი ჟურნალი ,,EGO'-ს' 3 წლის იუბილეზე „წლის საუკეთესო ბიზნესმენად" დასახელდა. 


„ვისოლ ჯგუფის“ წარმატების ისტორია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ განვითარებით იწყება. დღესაც „ვისოლი“ ინარჩუნებს საქართველოს ნავთობსექტორში საცალო ბაზრის ლიდერის სტატუსს, რომელიც ინოვატორია და წვლილი შეაქვს ბაზრის განვითარებასა და ქვეყანაში უახლესი სტანდარტების დამკვიდრებაში.  2015 წელს „ვისოლის“ გაყიდვების მავენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. დიზელის ტიპის საწვავის ჯამური გაყიდვები  8,5%-ით გაიზარდა, ბენზინის  ტიპის საწვავი კი 3,6%-ით. შეგახსენებთ, რომ „ვისოლმა“ 2014 წლის თებერვლიდან  საქართველოში „ეკოს“ პროდუქტების რეალიზაცია ექსკლუზიურად დაიწყო


2015 წელი “ვისოლმა” ქართულ ბაზარზე საწვავის შესყიდვის ინოვაციური ფორმის დანერგვით დაასრულა და მომხმარებელს საშუალება მისცა პლასტიკური ბარათის - „ვისოლ ქარდის“ მეშვეობით საწვავი ელექტრონულად, „ვისოლის“ ვებ გვერდის ან TBC PAY-ს აპარატების დახმარებით შეიძინოს და წინასწარ დაგეგმოს მგზავრობის ხარჯები. ამავდროულად, „ვისოლ ქარდის“ მფლობელები მუდმივად სარგებლობენ 5-დან 10 თეთრამდე ფასდაკლებით შესყიდული საწვავის მოცულობიდან გამომდინარე.


„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ ავტოგასამართი სადგურების ქსელის დინამიური განვითარება 2015 წელსაც განაგრძო და ქუთაისში,  ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში, გლდანის პარკთან კომბინირებული ავტოგასამართი სადგურები გახსნა, სადაც მომხმარებელს როგორც ბენზინისა და დიზელის, ისე ავტოგაზის შეძენა შეუძლია.  ახალგახსნილი ობიექტები 2014 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიღებული 65 მილიონი დოლარის სინდიცირებული სესხის ფარგლებში დაიგეგმა, რომლის საფუძველზეც „ვისოლი“ გაზგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელს განავითარებს საქართველოში.  „ვისოლმა“ კიდევ ერთი მომსახურების ცენტრი გახსნა თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, # 71-ის მოპირდაპირედედ მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე და ჯამურად დღეს კომპანიის 7 მომსახურების ცენტრი უქმნი კომფoრტს მომხმარებლებს მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას.


გლდანში  ვისოლის“ კომბინირებულ ავტოგასამართ სადგურთან ერთად სუპერმარკეტი „სმარტი“ , „ვენდისა“ და „დანქინ დონატსის“ ამერიკული რესტორნებიც გაიხსნა. „ვისოლ ჯგუფისათვის“ გლდანის სავაჭრო კომპლექსი გორის დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის შემდგომ მეორე ობიექტია, სადაც „სმარტი“, „ვენდი“, „დანქინ დონატსი“ და „ვისოლი“ ერთ სივრცეშია განთავსებული. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ სავაჭრო კომპლექსში ჯამურად 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და წინასაახალწლოდ 300-ზე მეტ ოჯახს გაუჩნდა შემოსავლის ახალი წყარო.


2015 წელი რეკორდული იყო ახალი ობიექტების გახსნის კუთხით. „დანკინ დონატსის“ 16 რესტორნის გარდა, „ვისოლ ჯგუფმა“ თბილისში, 26 მაისის მოედანზე საქართველოში ოფიციალურად გახსნა “ვენდის” ყველაზე დიდი რესტორანი მსოფლიოში. „ვენდის’ ახალი რესტორანი 3 სართულზეა განლაგებული,  1,450 კვ.მ.-ს მოიცავს და შესაძლებლობა აქვს 450 სტუმარს უმასპინძლოს. "ვისოლ ჯგუფმა" აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე "ვისოლის" ავტოგასამართი სადგურისა და სუპერმარკეტ "სმარტის" გვერდით, ამერიკული რესტორნების ქსელ "ვენდის" პირველი 24 საათიანი Drive-thru რესტორანიც გახსნა და დღესდღეობით უკვე 3 Drive-thru მომსახურებას სთავაზობს „ვენდი“ ერთგულ მომხმარებელს.


2015 წლის აპრილში რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე „ვისოლ ჯგუფის“ ავტომომსახურების ცენტრების ქსელის „ვიანორის“ მაღაზიაც გაიხსნა; „ვიანორმა“  შარშან სკუთარ ქსელში იტალიური ბრენდის ბრემბოს სამუხრუჭე ხუნდები შემოიტანა.


2015 წელი „ვისოლ ჯგუფის“ მიერ ქართული წარმოების წახალისებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის კუთხითაც მნიშვნელოვანი ინიციატივებით იყო გამორჩეული. „ვისოლ ჯგუფმა“ „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის პრეზენტაცია წლის ბოლოს გამართა, რომლის ფარგლებშიც ამერიკულმა რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და „სმარტთან“,  „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“  თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს  ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს  სთავაზობს.


ეროვნული წარმოების წახალისება, უსაფრთხო პროდუქტები, ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია და საქართველოს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა „ვისოლ ჯგუფის“ სტრატეგიული  მიზანია. სწორედ,  ამიტომაც ხდება სუპერმარკეტ „სმარტში“ გაუყინავი, ყოველდღიურად ახალი ქართული ხორცის, ქართული ყველის და რძის პროდუქტების, ქართული ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის მრავალსახეობის შეთავაზება ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის. დამატებით, „სმარტის“ „შეიძინე  ქართულის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ასევე შარშან შეიქმნა, „სმარტის“ თანამშრომლები საქართველოს ყველა რეგიონს სტუმრობენ და სეზონური ნატურალური ხილისა თუ ბოსტნეულის ადგილობრივი გლეხებისა და მცირე მეწარმეებისგან შესყიდვასა და „სმარტში“ არაკომერციულ ფასად რეალიზაციას ახოერციელებენ.  შესაბამისად, ეროვნული წარმოების ხელშეწყობით „ვისოლ ჯგუფს“ საკუთარი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკის განვითარებაში“,-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.


2015 „ვისოლ ჯგუფისა“ და „უნიქარდის“ პარტნიორობის საიუბილეო წელი იყო. შარშან„უნიქარდის“, „ვისოლის და „სმარტის თანამშრომლობის 5 წელი შესრულდა, რომელიც, კომპანიებმა ერთობლივი აქციით პოზიტივის 5 წელი“ აღნიშნეს და ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა მისცეს „ვისოლის ან სმარტის ქსელში ჯამურად ან ერთჯერადად დახარჯულ ყოველ 100 ლარზე 20%-ით მეტ ქულა დაეგროვებინათ  ვისოლის ავტოგასამართი სადგურების და „სმარტის სუპერმარკეტების ქსელი „უნიქარდის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მსხვილი პარტნიორები არიან. დღესდღეობით უნიქარდის 500 000-ზე მეტი მომხმარებელი აგროვებს ქულებს „ვისოლში, ხოლო 300 000-ზე მეტი „სმარტში. ორივე კომპანიაში 5 წლის მანძილზე მომხმარებლებს 130 მილიონი ქულა აქვთ დაგროვებული. დაგროვებული ქულებით ბარათის მფლობელებმა 3 მილიონზე მეტი საჩუქარი მიიღეს.


2015 წელს  „ვისოლ ჯგუფმა“ ყველაზე მაშტაბური საგანმანათლებლო პროექტი „წიგნი ყველა სოფელ“ საყოველთაო ინიციატივად აქცია. და რეგიონების წიგნებით მომარაგება განაგრძო,  სახელმწიფო, საპატრიარქო, არასამთავრობო ორგანიზაციები გააერთიანა და თითოეულ მომხმარებელთან ერთად, რომელმაც „ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისში“ და „დანკინ დონატსში“ თითო წიგნი მაინც გააჩუქა, 150-მდე რეგიონალური ბიბლიოთეკის მომარაგება შეძლო. 

 

ყველაზე მთავარია ის, რომ „ვისოლის“ დევიზია - „ხარისხი, რომელსაც ვენდობი“, „სმარტის“ დევიზია - „ხარისხი დეტალებში“, ხოლო „ვენდის“ დევიზია - „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“,  „დანკინ დონატსის“ პრიორიტეტიც ხარისხია, შესაბამისად,  ხარისხი ჩვენი ბიზნესის წარმოების ქვაკუთხედია. ეს არის მთავარი ფილოსოფია, რასაც ეფუძნება  5 000 ადამიანის ყოველდღიური საქმიანობა, რომლებიც ერთ დიდ ოჯახში, „ვისოლ ჯგუფში“ ერთიანდება, რომ მომხმარებლებმა  წევრ კომპანიებთან ურთიერთობის უნიკალური გამოცდილება მიიღონ.

 

 

(R)

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8815
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია