საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ადამიანის უფლებები
რატომ არ გასცეს სახალხო დამცველის აპარატში მოთხოვნილი 9 ინფორმაცია?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/11 11:59:10

2013 წლის 10 დეკემბერს სახალხო დამცველმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პრეზიდენტს ანგარიში წარუდგინა სახალხო დამცველის აპარატში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი დებულებების შესრულების თაობაზე.

 

ამასთანავე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ანგარიში საჯარო პუბლიკაციისთვის გაიგზავნა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

 

2013 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 79 განცხადება შემოვიდა. ძირითადად, მოთხოვნილი ინფორმაცია იყო საჯარო ხასიათის, ამდენად, განმცხადებელთა თხოვნა დაკმაყოფილდა და დადგენილ ვადებში გაიცა საჯარო ინფორმაცია. არ დაკმაყოფილდა მხოლოდ 9 განცხადებარვა შემთხვევაში, მოთხოვნილი ინფორმაცია არ არსებობდა (არ არის დაცული) სახალხო დამცველის აპარატში, ხოლო 1 მათგანით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1706
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია