დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ექსპერტიზის ბიურო ქალიშვილობის დამადასტურებელი საბუთის გაცემას უარყოფს
2013/07/30 19:21:27

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტში აღნიშნულია, რომ ბიურო ქალიშვილობის დადგენის მიზნით ექსპერტიზას არ აკეთებს და მსგავსი პროცედურა მხოლოდ საგამოძიებო მიზნებისათვის ტარდება. 

"საგამოძიებო ორგანოები სქესობრივი დანაშაულის ან/და რაიმე სხვა სახის ძალადობის  დადგენის, ასევე გამოძიების ობიექტურად ჩატარების მიზნით, სარგებლობენ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მომსახურებით. სტატისტიკა, რომელიც მოყვანილი იყო ფემინისტური მოძრაობის მიერ, მოიცავს ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ საგამოძიებო სამსახურების მიერ დანიშნულ ექსპერტიზებს. მსგავსი სახის ექსპერტიზას ბიურო სასამართლო და საგამოძიებო ორგანოების ინტერესებისთვის ახორციელებს, რათა დადგენილ იქნას სქესობრივი აქტის დროს ძალადობის ნიშნები. ეს არის სრულად სასამართლო-სამედიცინო ტიპის გამოკვლევა და დასკვნა არ შეიცავს ჩანაწერს „ქალიშვილობის“ შესახებ. აღნიშნული სცილდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის კომპეტენციის სფეროს. რაც შეეხება ე.წ „ქალიშვილობის“ დადგენას, აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ კვალიფიციურ გინეკოლოგიურ დაწესებულებაში." - წერია განცხადებაში. 

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ  აღნიშნული მომსახურების მისაღებას  ბიუროს რამდენჯერმე მიმართა ფიზიკურმა პირებმა,  თუმცა ექსპერტიზის ბიუროს აზრით, ის თუ რა მიზანი ამოძრავებდა ამ პირებს ბიუროს კომპეტენციის ფარგლებში არაა. 

"კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიუროს სულ რამდენჯერმე მომართა სრულწლოვანმა ფიზიკურმა პირმა აღნიშნული მომსახურებისათვის. უშუალოდ საექსპერტო კვლევის დასრულების შემდეგ პიროვნებას რა მიზანი ამოძრავებდა ეს უკვე ბიუროს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება." - წერია განცხადებაში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია