დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხელისუფლება და მეწარმეები
ქუთაისის მმშ მეწარმეებს შეხვდა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/04 21:33:07

დღეს, საკრებულოში ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინიციატივით, მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვერდას მერის მოვალეობის შემსრულებელი თენგიზ თოფურიძე და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი ესწრებოდნენ. მერიის მიერ გამოცხადებულ ინფრასტრუქტურულ ტენდერებში გამარჯვებულმა ფირმის წარმომადგენლებმა თავიანთი პრობლემები გააცვნეს შეხვედრის მონაწილეებს და ისაუბრეს მათზე დაკისრებული სამუშაოს შერულების ვადებსა და ხარისხზე .

თენგიზ თოფურიძემ ძველი პროექტების უხარისხობაზე გაამახვილა ყურადღება.მისი განცხადებით : „ხშირად საპროექტო დოკუმენტაციები არ აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს ,უხარისხოდ არის მომზადებული,თუმცა ეს ძველი ხელისუფლებიდან არის შემორჩენილი და მომავალში ეს სტანდარტები გაცილებით მოწესრიგებული იქნება".

„ამჟამად ძალიან ბევრი პროექტი მიმდინარეობს, ბევრი ქუჩა კეთდება.დღეისთვის 16 მილიონის პროექტებს ვახორციელებთ. დაახლოებით 15-მდე მომწოდებელ ფირმასთან გვაქვს ხელშეკრლება გაფორმებული, რომლებიც ქუთაისში ასრულებენ სამუშაოებს.ეს ძირითადად არის  ღვარსადენი, კანალიზაცია, წყლის სისტემები და გზის ზედაპირის მოპირკეთება, როგორც ფილებით, ისე ასფალტითა და საფარით. თუ მუშაობის ტემპს მოვუმატებთ და მოვასწრებთ ამ პროექტების წელს ჩაბარებას, მათზე განსაზღვრული თანხები მომავალი წლის ბიუჯეტს არ დააკლდება და შესაბამისად 2014 წელს უფრო მეტი რამის გაკეთებას შევძლებთ ქუთაისისთვის"-განაცხადა თენგიზ თოფურიძემ.

 

თენგიზ თოფურიძემ კმაყოფილება გამოთქვა აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით და გამოთქვა სურვილი, შემდგომშიც აქტიურად ითანამშრომლოს თითოეულ მეწარმესთან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2755
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია