დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაუმჯობესებული გარემო ქუთაისში შშმ პირებისთვის
ავტორი:
2013/08/26 17:19:20

 

საქართველოში მცხოვრები ეტლით მოსარგებლე პირებისთვის არადაპტირებული გარემო მთავარი პრობლემაა. ე.წ. პანდუსების  სიმცირის, ზოგჯერ კი მოუხერხებელი პანდუსების არსებობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გადაადგილების პრობლემებს ყოველდღიურად აწყდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ეტლით მოსარგებლეებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით არაერთი პროექტი განხორციელდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დღემდე არადაპტირებულია ტრანსპორტი, საჯარო დაწესებულებები, გზებზე გადასასვლელები და სხვა. მათთვის, ვისაც გადაადგილებისთვის განსაკუთრებული გარემო ესაჭიროება, მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. საქართველოს  დიდ ქალაქებში მათ  შორის ქუთაისშიც,  პროექტი სახელოწოდებით "საქართველო ბარიერების გარეშე -გადაადგილების ინტერენეტ რუკა ეტლით მოსარგებლე შშმ პირებისთვის" უკვე დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოხდება ქალაქში არსებული პანდუსების ინტერნეტ–რუკაზე ასახვა მათ შორის არადაპტირებული პანდუსებისაც, რის შემდეგ განისაზღვრება სად არის საჭირო დამატებითი პანდუსების გაკეთება.

"პროექტი ხორციელდება  "სოციალური დაცვის ლიგის" ინიციატივით. მისი  მიზანია ქალაქში შეიქმნას ხელმისაწვდომი გარემო  ეტლით მოსარგებლე პირებისთვის. შეიქმნება ერთიანი ელექტრონული მონაცემები სად რამდენი პანდუსია და რაც მთავარია გვეცოდინება სად არის საჭირო მათ დამატება, რათა უფრო მოსახერხებელი იყოს შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის გადაადგილება", –ამბობს პროექტის ერთ–ერთი კოორდინატორი დავით ლიკლიკაძე.

პროექტის ფარგლებში შექმილი ინტერნეტ–რუკა განთავსდება ვებ–გვერდზე, რომელიც იუშავებს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

პროექტი ექვსთვიანია და მიმდინარე წლის 15 დეკემბერს დასრულდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2907
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია