სამყაროს ევოლუციის პროცესი, თანამედროვე მსოფლიოს ძირითადი თავისებურება, ახალი დროის გამოწვევა - ეს გლობალიზაციაა, ის, რაც განვითარების შესაძლებლობებს უქმნის მსოფლიო ქვეყნებს.
მიუხედავად ჩვენი ქვეყნის იზოლაციური ჩარჩოსი, რომელშიც ორი საუკუნის განმავლობაში ვიმყოფებოდით, XIX-XX საუკუნეში ქართველი ხალხი გამოვიდა იზოლაციიდან და განიცადა ევროპეიზებული რუსული, ნაწილობრივ ევროპული კულტურების გავლენა, შეძლო განვითარების გზაზე დადგომა.
დღეს კი საქართველო დასავლური ცივილიზაციის ქსელში აღმოჩნდა; ქსელში, რომელიც პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურ თუ კულტურულ პროცესებს მოიცავს.
როგორ პასუხობს საქართველო იმ გამოწვევებს, რომელსაც გლობალური პროცესები უყენებს და როგორ იცავს იგი ამ პირობებში თავის ეროვნულს? აქვე ლოგიკური იქნება დავსვათ კითხვა, რამდენად მზად არის იგი ამისთვის?
გარდაუვალია გლობალიზაციის ძლიერი ტენდენციები, რომელსაც, დადებითთან ერთად, თან ახლავს უარყოფითი შედეგებიც. შუძლებელია ქვეყანა გარესამყაროსგან დამოუკიდებლად ვითარდებოდეს. საქართველომ განვითარების გზა აირჩია, რომლიც გლობალური პროცესების ორივე მხარეს მოიცავს, თუმცა, აქ არსებობოს, ერთი „მაგრამ“, რომელიც ქართულ ეროვნულ იდეას საფრთხეს უქმნის. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ეროვნული იდეოლოგია არ არის ისეთი მყარი, რომ გლობალური სისტემების შემოტევებს გაუძლოს. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გლობალური პროცესები მცირე რეგიონებზე, ქვეყნებსა და ერებზე განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენს. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.
საინტერესოა ქართული საზოგადოების დამოკიდებულება გლობალიზაციის საკითხში. მისი ერთი ნაწილი ამ მოვლენას ცალსახად უარყოფს, რადგან საქართველოსთვის დამღუპველად მიიჩნევს, ეს მოსაზრება ჩარჩოებით საზღვრავს ქვეყანას. მეორე მოსაზრებით კი ქვეყანა გაშლილ წრეში უნდა მიისწრაფვოდეს. სახელმწიფომ მაქსიმალური ევროპის გზა აირჩია. საქართველო გლობალიზაციის ხარისხით, 208 ქვეყანს შორის 90-ე ადგილზეა („კვირის რეზონანსი“, 8.14/02/09).
ის გარემოება, რომ საქართველო გეოპოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობისაა, ადეკვატურ ადგილს აკუთვნებს მსოფლიო ცივილიზაციაში. რამაც ასევე გლობალიზაციასთან მჭიდრო კავშირი განაპირობა. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა, მდიდარი სასარგებლო წიაღისეული, სოფლის მეურნეობის მრავალფეროვანი პროდუქცია, კურორტების სიმრავლე. ეკონომიკური პერსპექტივები - ეს ყველაფერი გლობალური პროცესებისთვის მიმზიდველი ასპარეზია.
გამოყოფენ ცივილიზაციის შემდეგ ასპექტებს: პოლიტიკურს, ეკონომიკურს, სოციალურს, კულტურულს...
„პოლიტიკურ გლობალიზაციაზე ჩვენს ქვეყანაში შეიძლება ლაპარაკი, როდესაც წლების მანძილზე პერმანენტულად დგას საკითხი რიგგარეშე არჩევნებზე და როდესაც ოპოზიციას ამდენი პრეტენზიები აქვს ხელისუფლების მიმართ; ეკონომიკურ გლობალიზაციაში ჩართვა მხოლოდ ინვესტიციების ჭრილშია შესაძლებელი; სოციალურ სფეროში კი მძიმე მდგომარეობაა გლობალიზაციის მხრივ,“ - აცხადებს ექსპერტი სოსო ცინცაძე.
ამრიგად საქართველომ ეროვნული ინტერესების დაცვით უნდა აკონტროლოს გლობალური პროცესები და ეს შესაძლებლობები საკუთარი მიზნების მისაღწევად უნდა გამოიყენოს.
დღეს XXI საუკუნე ახალ თამაშს გვთავაზობს. ჩვენ ახლა შევდივართ ამ თამაშში. აქვე არ დაგვავიწყდეს წინა საუკუნე, სადაც მხოლოდ ბურთის მიმწოდებლები ვიყავით.
თეონა თოდუა