დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მარნეულის მუნიციპალიტეტის გათავისუფლებული რწმუნებულები პრემიერს დღეს მიმართავენ
ავტორი:
2013/09/12 14:19:02
მარნეულის მუნიციპალიტეტის  თანამდებობიდან გათავისუფლებული რწმუნებულები, დღეს, პრემიერმინისტრის ადმინისტრაციას მიმართავენ. ამის შესახებ, მათ საინფორმაციო სააგენტო "თაიმერის" პრესკლუბში განაცხადეს. როგორც სოფელ ხინჯი-გაზლოს ყოფილი რწმუნებული, ნურადინ ისმაილოვი იუწყება, მათ გათავისუფლების შესახებ განცხადებები დააწერინეს და დაპირდნენ, რომ რეორგანიზების დასრულებისთანავე  სამსახურში აღადგენდნენ. მისი თქმით, მათი სამსახურიდან გათავისუფლება მოსახლეობისთვის  ვაუჩერების დარიგების დროს გამოვლენილ დარღვევებს ეხება. ისმაელოვი აცხადებს, რომ რწმუნებულების პოსტს ისინი თებერვლიდან იკავებდნენ, ხოლო აღნიშნულ დარღვევებს დეკემბერსა და ნოემბერში ჰქონდა ადგილი. "რწმუნებულებად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები მოჰყავთ, ისინი ვისი ბრალიც იყო ვაუჩერების დროს აღმოჩენილი დარღვევები. დღეს, ოფიციალურად მივმართავთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ალბათ არ იცის ჩვენი პრობლემის შესახებ. ჩვენ ბატონი ბიძინას მხარდამხარ ვიბრძოდით და ვთვლიდით, რომ საერთო საქმეს ვემსახურებოდით. თანასოფლელებისგანაც დიდი მხარდაჭერა გვაქვს და ამიტომ ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებების აღსადგენად". - განაცხადა ნურადინ ისმაილოვმა. ხინჯი-ისმაილოვის ინფორმაციით, სამსახურებიდან ხინჯი-გაზლოს გარდა, ალგეთის, სადახლოს, დამია-გიაურარხის, ქესალოს და კიდევ რამდენიმე სოფლის 10 რწმუნებული გათავისუფლდა.  
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1851
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია