დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
ავტორი:
2013/09/12 13:11:07
ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გახდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 11 სექტემბრს მიიღო.
"ვახტან ყოლბაიასთვის მთავრობის თავმჯდომარის ყველა უფლებამოსილების მინიჭება ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 112 პრიმა მუხლში, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს შეტანილი კონსტიტუციური ცვლილებების საფუძველზე განხორციელდა", - აცხადებენ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში.
მათივე განმარტებით, ვახტანგ ყოლბაიას დაევალა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი მთავრობის შემადგენლობა დასამტკიცებლად 7 დღის ვადაში წარადგინოს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1958
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია