დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ
ავტორი:
2013/08/30 15:29:08
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, ქსელის რეაბილიტაციის გამო , 1-ელ სექტემბერს, 07:00-დან 10:00 საათამდე დენი გაეთიშება ფოთის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ლანჩხუთის და ხობის რაიონებს მთლიანად - ჯამში 47 200 აბონენტს, ხოლო 07:00-დან 15:00 საათამდე - ქალაქ ფოთის და ლანჩხუთის 22 400 აბონენტს.3 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მესტიის რაიონის სოფლების 970 აბონენტს, ხოლო, 5 სექტემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე - ზემო აჭარის სოფლების 1600 აბონენტს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2107
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია