დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მთავრობამ ყოფილ მაღალჩინოსანსა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის დადებულ გარიგებაზე გრიფის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო
ავტორი:
2013/09/12 12:59:05
მთავრობამ ყოფილ მაღალჩინოსანსა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის დადებულ გარიგებაზე გრიფის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანსა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის დადებულ გარიგებაზე გრიფით "საიდუმლოს" მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ტელეკომპანია "იმედის" თემაზე ყოფილ სახელმწიფო ჩინოვნიკსა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის დადებულ გარიგებაზე გრიფით "საიდუმლოს" მოხნის გადაწყვეტილება მთავრობის 5 სექტემბრის სხდომაზე მიიღეს და ის ამჟამად პრეზიდენტს აქვს გადაგზავნილი.
"ამ შეთანხმებაში ისეთი რამ ეწერა, ამის თქმა არ შემიძლია, თუმცა მე რომ წავიკითხე, თმები ყალყზე დამიდგა. საოცარ პირობებს აწერენ ხელს ერთის მხრივ, ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკი და მეორეს მხრივ პატარკაციშვილების ოჯახი. არ შემიძლია ვთქვა, თუ როგორი შეთანხმება იყო მიღწეული და ამას ისე მალავდნენ, რომ ვიდრე სახელმწიფო იარსებებდა, ამ დოკუმენტზე გრიფით "საიდუმლოს" მოხსნის უფლება არავის ექნებოდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1584
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია