დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კობა ხაბაზი: "ქვეყანაში შერჩევითი სამართალია!"
ავტორი:
2013/09/12 12:38:03
"მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია!" _ ამ და სხვა, ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი პლაკატებით, დროშებით და შეძახილებით, ამ წუთებში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წინ შეკრებილებს, ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წარმომადგნლები შეუერთდნენ. ისინი სამართლიანი სასამართლოს გამართვას და ვანო მერაბიშვილის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, აქ სასამართლოს სხდომის დასრულებამდე დარჩებიან და მხარს დაუჭერენ მერაბიშვილს, რომელმაც, მათი თქმით, "ქვეყანაში სამართლიანობის, ანტიკორუფციის და სიმშვიდის სტრუქტურა შექმნა." მოძრაობის წარმომადგენელი კობა ხაბაზი "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია: "332-ე მუხლით, რომლითაც დღეს ვანო მერბიშვილს ასამართლებენ, გაათავისუფლეს დავით ონოფრიშვილის მეგობარი, აგრეთვე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე, მერაბიშვილს კი აპატიმრებენ. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვანო მერაბიშვილი ქვეყანაში არსებული შერჩევითი სამართლის მსხვერპლია."
წყარო: gurianews.com
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია