ქუთასის მერის დიმიტრი კოაპალიანის facebook-ის ოფიციალური გვერდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ქუთაისის მერიის ადმინისტრაცია ქალაქის მერის დიმიტრი კოპალიანის ოფიციალური ვებ-გვერდით მოქალაქეებს და ადგილობრივი მედიასაშუალების წარმომადგენლებს მიმართავს. მიმართვაში facebook-ის გვერდის ადმინისტრაცია სოციალური ქსელის იმ მომხმარებლებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ქალაქის მერის აქტივობებით, კორექტულობისკენ მოუწოდებს და თხოვნით მიმართავს, მომხმარებლებმა თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან.
„გვერდის ადმინისტრაცია თხოვს როგორც მედიის წარმომადგენლებს, ასევე კონკრეტული გვერდით დაინტერესებულ მომხმარებლებს, თავიანთი კითხვები, შეხედულებები და პრეტენზიები გამოხატონ პროფესიული და ადამიანური ეთიკის ნორმების დაცვით,“ – ნათქვამია ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე.