დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკოლოზ თოფურიძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხარაგაული ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადოთ (R)
2017/10/08 13:30:59

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს.

მერობის კანდიდატმა მორიგი შეხვედრა ამომრჩეველთან სოფელ მოლითსა და ქვების ზედა უბანში გამართა. კამპანიის ფარგლებში, მერობის კანდიდატთან ერთად, შეხვედრას მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საკრებულოში ვახტანგ ტალახაძე ესწრებოდა.

მმართველი გუნდის კანდიდატები მოსახლეობას სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.

„50 კილომეტრამდე ამორტიზებულ გზას ჩავუტარეთ წელს კაპიტალური რეაბილიტაცია ხარაგაულის სხვადასხვა სოფელში. ავაშენეთ და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ხიდებს. პრიორიტეტი მივანიჭეთ ინფრასტრუქტურას, რადგან გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის, ასევე სოფლის განვითარებისთვის. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, იმ გუნდთან ერთად, რომელიც გვერდით მიდგას მუშაობის ტემპს გავაგრძელებთ, რომელიც აღებული გვაქვს“, - განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებასა და გაზიფიცირების საკითხს.

„ისევ აშენდება საბავშვო ბაღები, როგორც გასული ოთხი წლის განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებისთვის ხარაგაული უფრო მიმზიდველი გავხადოთ“, - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3975
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია