დაისვენე კურორტ ახალდაბაში
IDFI- ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია დასახელდა
ავტორი:
2013/09/12 12:02:09
IDFI- ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია დასახელდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის საჯარო დაწესებულებები დააჯილდოვა. დაჯილდოვდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ჯილდო ასევე გადაეცათ სხვა დაწესებულებებს, მათ შორის შსს-ს აკადემიას, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, სამოქალქო ავიაციის სააგენტოსა და სხვა დაწესებულებებს. ასევე დაჯილდოვდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან კი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვისთვის დაჯილდოვდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
2012-2013 წლების ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად კი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია დასახელდა.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის 2012-2013 წლებში სერთიფიკატები გადაეცათ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
"ჩვენი მონაცემებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საჯარო ინფორმაციის გაცემა გაუმჯობესდა. არჩევნებამდე არსებული სრულყოფილად გაცემული პასუხების 51%-იანი ნიშნული 81%-მდე გაიზარდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების 30%-დან 11%-მდე შემცირდა"- განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ლევან ავალიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, შედარებით ცუდი შედეგები აქვთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, შსს-ს და მთავრობის კანცელარიას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია