დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვლადიმერ პუტინი - სირიაში სამხედრო იერიში ტერორიზმის ახალ ტალღას გამოიწვევს
ავტორი:
2013/09/12 12:38:24
ვლადიმერ პუტინი - სირიაში სამხედრო იერიში ტერორიზმის ახალ ტალღას გამოიწვევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სირიაში აშშ-ის მიერ განხორციელებული სამხედრო იერიში ტერორიზმის ახალ ტალღას გამოიწვევს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა New York Times-ში გამოქვეყნებულ საავტორო წერილში აღნიშნა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მილიონობით ადამიანი აშშ-ს არა როგორც დემოკრატიის მოდელს, არამედ როგორც უხეშ ძალას ისე განიხილავს.
"ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მაიძულეს, პირდაპირ მესაუბრა ამერიკელ ხალხთან და მათ პოლიტიკურ ლიდერებთან. სირიის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ განსახორციელებელი პოტენციული თავდასხმა, მიუხედავად უამრავი ქვეყნისა და მთავარი პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების, მათ შორის რომის პაპის, მკაცრი წინააღმდეგობისა, უამრავ უდანაშაულო მსხვერპლსა და ესკალაციას გამოიწვევს, კონფლიქტი კი სირიის საზღვრებს გასცდება", - წერს ვლადიმერ პუტინი.
მისივე განცხადებით, რუსეთი არა სირიის ხელისუფლებას, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობას იცავს.
"არავინ დავობს, რომ 21 აგვისტოს დამასკოში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. მაგრამ ეს არა ასადის რეჟიმის, არამედ ოპოზიციური ძალების მხრიდან იქნა განხორციელებული, რათა მათ მძლავრი უცხოელი მფარველების კონფლიქტში ჩათრევის პროვოცირება მოეხდინათ", - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
"ბიბისის" ინფორმაციით, რუსეთი და აშშ სირიის ქიმიური იარაღის თაობაზე მოლაპარაკებებს დღეს, ჟენევაში გამართავენ.
ორიოდე დღის წინ, რუსეთმა სირიას ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონტროლისთვის გადაცემის გეგმა შესთავაზა, რაზეც ოფიციალურმა დამასკომ ნაწილობრივ თანხმობა განაცხადა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თეთრ სახლში ტელემიმართვისას აღნიშნა, რომ დროებით აჩერებს სირიაში სამხედრო ინტერვენეციას.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1541
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია