პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ოთარ ჩრდილელმა, დღეს საკუთარ facebook-ის გვერდზე დაწერა პოსტი:
„მაოხრებელი გზირი, პარლამენტში არ მოდის?! რომ გეკითხა – იკლავდა თავს მოსვლისთვის...“
სავარაუდოდ, პარლამენტარი პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტს გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პარლამენტში რეგლამენტით გათვალისწინებული სიტყვით გამოსვლა არ შემდგარა. თავის დროზე პარლამენტმა მისი სიტყვა არ მოისმინა და პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე გამოსვლა სამომავლოდ გადადო. ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აღარ აკეთებს.
(ბ.ი.)