დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაბიჯი ნატოსკენ
ნატო დათანხმდა სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს ჩართვას
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/10 21:41:13

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა 10 ოქტომბერს, რომ იგი იმედოვნებს, რომ საქართველოს სამხედრო ძალები ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს 2015 წელს შეუერთდებიან.

„საქართველომ შემოგვთავაზა სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვა მომავალში და ჩვენ დავთანხმდით. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ქართული სამხედრო ძალები სწრაფი რეაგირების ძალებს 2015 წელს შეუერთდებიან“, – განაცხადა რასმუსენმა და დასძინა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ჯგუფს უერთდება“.

მან ეს განცხადება თავის გახსნით სიტყვაში გააკეთა ყოველთვიურ პრესკონფერენციაზე, როდესაც ნატოს არაწევრ და პარტნიორ სახელმწიფოებთან ალიანსის თანამშრომლობაზე საუბრობდა. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა აგვისტოში, რომ ჩრდილოეთ ატლანტიკურ საბჭოს უკვე გადაწყვეტილი აქვს 2015 წელს საქართველოს ჩართვა ნატოს რეაგირების ძალებში; მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ღირებულად მიიჩნევენ ქართულ ჯარს და საქართველოს თავდაცვის სისტემას“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2442
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია