დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში 7 ახალი ჰესი აშენდება
2013/07/12 11:58:31

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა (GEDF) და საქართველოს ბანკს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც ფონდი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 7 ჰესს ააშენებს.

ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე 180 მგვტ-ს შეადგენს, ხოლო პროექტების საერთო საინვესტიციო ღირებულება $300 მილიონით განისაზღვრება.

ამ ფაზაზე დაფინანსების წყაროებში საქართველოს ბანკის წილი 85%-ია, ხოლო GEDF-ის თანამონაწილეობა - 15%.

მემორანდუმის თანახმად, პირველ ეტაპზე (12-14 თვე) საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით აღნიშნული ჰესების ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა განხორციელდება.

წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების დოკუმენტები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით უკვე მომზადდა.

ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, იგეგმება ყველა ეკონიმიკურად მომგებიანი ჰესის მშენებლობა.

როგორც აღინიშნა, ჰესების მშენებლობა ძირითადად უცხოური ინვესტიციებით განხორციელდება, რომელსაც საქართველოს ბანკი და GEDF-ი ერთობლივად მოიზიდავენ.

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1641
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია