დიმიტრი კოპალიანის მიერ დღეს საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, ბრიფინგით უპასუხეს "საქართველოს პატიოტთა ალიანსის" ქუთაისის ოფისში. ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა თევდორაძე კოპალიანს კვლავ იმპიჩმენტით დაემუქრა.
"მოვუწოდებთ ქალაქის მერს, იყოს კორექტული და თავი დაანებოს ტალახის სროლას. მიიღოს ქმედითი ზომები და მთელი ძალისხმევა მოახმაროს ქალაქის კეთილდღეობას. არ დაუშვას, რომ დაიძაბოს ურთიერთობა მერიასა და საკრებულოს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ რადიკალურ ზომებს" -განაცხადა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოჩა თევდორაძემ.
თევდორაძემ უარყო ქალაქის მერის ბრალდება ალიანსის მიერ პოლიტიკურ ზეწოლაზე და განაცხადა, რომ "პატრიოტები" მხოლოდ მერის არჩევაში ჩაერივნენ და მხარი დაუჭირეს მის კანდიდატურას ქალაქის მერის პოსტზე.
"მხოლოდ მის არჩევას დავუჭირეთ მხარი, სხვა მხრივ ქუთაისის მერის საქმიანობაში არ ჩავრეულვართ"- განაცხადა თევდოარძემ.
შეგასხენებთ, რომ დღეს, ქუთაისის მერიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ქალაქის მერმა დინიტრი კოპალიანმა, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ზეწოლაში დაადანაშაულა და მათ სისხლისმსმელები უწოდა.
დაპირისპირება ქუთაისის მერსა და "პარტიოტებს" შორის გუშინ, "პატრიოტების" მიერ მერის საჯაროდ გაკრიტიკების შემდეგ დაიწყო.