საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დავით წიტაიშვილის წარდგენა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/09/10 09:36:34

ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობისლიდერმა, ქუთაისის მოსახლეობას დღეს კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი დავით წიტაიშვილი წარუდგინა
ნინო ბურჯანაძის თქმით, დავით წიტაიშვილი არის ქუთაისელებისთვის პატივსაცემი და საყვარელი ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს თითოეული ადამიანის პრობლემებს. ბურჯანაძემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ საკითხებზე და განაცხადა, რომ დღეს ეკონომიკური კუთხით, ქვეყანას სერიოზული გარღვევა აქვს
,,
ეკონომიკური პროგრამის ძირითადი მიზანი არის ის, რომ პენსიები იყოს საარსებო მინიმუმზე მეტი თუ არა ტოლი მაინც. ამიტომ უნდა გაიხსნას რუსული ბაზარი, რადგან სწორი ეკონომიკური პოლიტიკა იყოს, რომ ბანკები აღარ ახრჩობდნენ ადამიანებს და არ ასახლებდნენ საკუთარი სახლებიდან, რომ აღარ იყოს უმუშევრობა და იყოს სამუშაო ადგილები, ამის შემდეგ ადამიანები თვითონ მიხედავენ თავიანთ თავს და აღარ მოითხოვენ სოციალურ დახმარებას. ამის საშუალება ჩვენს ხალხს აქვს, უბრალოდ სახელმწიფომ უნდა მისცეს საშუალება, რომ იმუშაონ”, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია