მედია და პროკუროები სიღნაღში არაფორმალურ ვითარებაში შეიკრიბნენ. ჟურნალისტები პროკურატურის ახალი ხედვას გაეცნენ. სისტემაში მიმდინარე რეფორმები მედიას საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ და მისმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ წარმოუდგინა.
1 ოქტომბრიდან ძალაში ახალი საპროცესო კოდექსი შედის და საპროცესო დოკუმენტების რიცხვი მნიშვნელოვნად მცირდება.
პროკურატურა მალე ელექტრონული საქმის წარმოებაზე გადასვლას გეგმავს. ასევე გადაწყვეტილია დაზარალებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის ამოქმედება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.