იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ლაშა მაქაცარია პროკურატურაში დაიბარეს. გამოძიება მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
პროკურატურაში მაქაცარიას 15:30 საათზე ელოდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი გუბერნატორი პროკურატურაში, 2010 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის ბაგა-ბაღებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ქრთამის აღების გამო 5 ბაღის გამგის დაკავებით და 20 ბაღის დირექტორის უფლებამოსილების შეჩერებით დაინტერესდა. მომხდარის გამო მაქაცარიას ბრალი თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება.