დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2015 წელს მხოლოდ სოციალურად დაუცველთა პენსია გაიზრდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/03 15:01:34

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, მომავალი წლის პირველი სექტემბრიდან პენსია მხოლოდ სოციალურად დაუცველებს გაეზრდებათ. მისივე განცხადებით, მაქსიმალური ზრდა 25 ლარი იქნება. 

 


"დაფინანსება გაეზარდა ძალიან ბევრ უწყებას, მათ შორის ჯანდაცვის მიმართულება 25 მილიონით არის გაზრდილი, საიდანაც ნაწილი მოხმარდება სოციალურად დაუცველებისთვის პენსიის ზრდას. ზრდა ქულების მიხედვით მოხდება და მისი მაქსიმალური ოდენობა 25 ლარი იქნება. გაზრდილ პენსიას სოციალურად დაუცველები 1 სექტემბრიდან მიღებენ", - განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, პენსიის ზრდა 2016 წელსაც მოხდება და ის უკვე ყველას შეეხება. ამასთან, ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი დაახლოებით 170 მილიონი ლარით გაიზარდა, ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან შედარებით. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2407
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია