დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, შესაძლოა, ქუთაისის მერიაში დაგეგმილი მასშტაბური რეორგანიზაციის დეტალები გახდეს ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ დღის წერსიგში რეორგანიზაციის საკითხი შეტანილი არ არის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეორგანნიზაციის დეტალებზე საკრებულოს დასრულების შემდეგ ქალაქის მერი დიმიტრი კოპალიანი ისაუბრებს. უკვე გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე ცვლილების შესახებ, რომელიც მერიის სამსახურებს შეეხება. სავარაუდოდ, ორად გაიყოფა ჯანდაცვისა და კულტურის საქალაქო სამსახურები, ეკონომიკის სამსახური კი გაერთიანდება პრივატიზების სამსახურთან.
საკრებულოს სხდომას დიმიტრი კოპალიანი ესწრება.