დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შეეწირება 19 აპრილის აქციას მერიის თანამშრომელთა სამსახურები?
2013/05/10 17:30:20

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციური ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გია უკლებამ მმართველი გუნდი „პოლიტიკური გათავისუფლების“ ორგანიზების დაგეგმვაში დაადანაშაულა. უკლებას თქმით, ქუთაისის მერიაში მასობრივ ოპტიმიზაციას მერიის ის თანამშრომლები  შეეწირებიან, ვინც 19 აპრილის აქციაზე იმყოფებოდა.

„ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ ეს ყველაფერი 19 აპრილს უკავშირდებოდეს, თუმცა, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ სამსახურებიდან გეგმავთ სწორედ იმ ადამიანების გაშვებას, ვინც იმ დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" მხარდაჭერა გამოუცხადა. ვეკითხები ქალაქის მერს, ნიკო კაჭკაჭიშვილს, რა ფორმულით იხელმძღვანელეთ, როცა ეს გეგმა შეიმუშავეთ?" – მიმართა უკლებამ კაჭკაჭიშვილს.

ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის ნიკო კაჭკაჭიშვილის ნაცვლად, უკლებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ მეშველიანმა უპასუხა.

„დიახ, ვგეგმავთ ოპტიმიზაციას. ამ ყველაფერს არამხოლოდ თანამშრომლების შემცირება მოჰყვება, არამედ რამდენიმე სამსახურის გაერთიანება და ზოგის გაყოფაც," – განაცხადა მერაბ მეშველიანმა. 

როგორც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, მერიაში დაწყებულ ოპტიმიზაციის პროცესს მერიის თანამშრომლების 15 პროცენტი შეეწირება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1420
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია