მთავრობის გადაწყვეტილებით, საბერძნეთში სახელმწიფო ტელეკომპანია ERT იხურება. ხელისუფლება ასეთ მოულოდნელ ნაბიჯს ტელეკომპანიის შენარჩუნების მიზნით ბერძენთა მიერ გადახდილი ფულის დაზოგვით ხსნის.
ტელეკომპანიის 2,5 ათასამდე თანამშრომელი გათავისუფლებულია, მაგრამ მთავრობა მათ სხვაგან დასაქმებას პირდება.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ტელეკომპანია ERT -ის ნაცვლად, კერძო მაუწყებლობის გახსნა იგეგმება.