ქუთაისის მერმა ნუგზარ შამუგიამ დღეს პოლონეთის ქალაქ ბელსკო ბიალას დელეგაცია მიიღო. სტუმარ-მასპინძელმა ორ ქალაქს შორის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მხარეთა გადაწყვეტილებით, ახლო მომავალში შესაძლოა ეს ქალაქი ქუთაისის დაძმობილებულ ქალაქთა რიცხვს შეემატოს. ქუთაისის მერთან სტუმრობის დროს გადაწყდა, რომ ორივე ქალაქი პირველ ეტაპზე კულტურისა და სპორტის სფეროში ითანამშრომლებს. როგორც გადაწყდა ოფიციალურად ამ ორი ქალაქის დაძმობილება ქუთაისის მერის პოლონეთში ვიზიტისას შედგება.