2013 წლის პირველ კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 8.6 მლრდ. ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2013 წლის პირველ კვარტალში საწარმოთა საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს.
ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2013 წლის I კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 8.6 მლრდ. ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ - 4.3 მლრდ. ლარი შეადგინა.
„საქსატატის" ინფორმაციით, მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 82.6 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 6.7 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 10.7 პროცენტი.
ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილი ბიზნესი - 81.2 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 7.8 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 11.0 პროცენტი.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ საწარმოთა მიერ განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა ფიქსირებულ აქტივებში შეადგინა 101.6 მლნ. ლარი, რაც საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 68.9 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 2.0 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 29.1 პროცენტი.
საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 485.7 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 39.7 პროცენტი ქალია, ხოლო 60.3 პროცენტი - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 59.1 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 14.9 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 26.0 პროცენტი.