მიქელთაძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დავით თარხან-მოურავის წინააღმდეგ სარჩელი დღეს შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ მოსარჩელეს უკამყოფილება თარხან-მოურავის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. რამდენიმე დღის წინ „პატრიოტების“ ლიდერმა მედიის წინაშე აღნიშნა, რომ ქუთაისის მერს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, რისთვისაც მიქელთაძემ თარხან-მოურავს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
„თარხან-მოურავმა ბოდიშის მოსახდელად მიცემული ვადა ვერ გამოიყენა, ამიტომ იძულებული გავხდი სასამართლოში მეჩივლა და ბიუჯეტის სასარგებლოდ სიმბოლურად ერთი თეთრის გადახდა დამეკისრებინა, რადგან ალიანსის ლიდერის განცხადება ერთ თეთრზე მეტი არ ღირს,"-აღნიშნა შერმადინ მიქელთაძემ.