საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში "ოცნების" მხარდამჭერები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
2016/10/09 01:24:21

ქუთაისში 90-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა "ოცნების" მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს შორის.  ქართული ტელევიზიის გადამღები ჯგუფებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, იბერიის, GDS-ის და სხვა ტელეკომპანიის წარმომადგენლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფასთან ერთად, კამერებიც დაუმტვრიეს.


როგორც "იმედის" ქუთაისის კორესპონდენტმა ხათუნა მაისურაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ იგეგმებოდა გარკვეული დაძაბულობა 90–ე უბანზე და ამ ფაქტის გადამოწმების მიზნით, სხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან ერთად მივიდნენ აღნიშნულ უბანზე. აქ მათ შეამჩნიეს დიასპორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, რატი რეგაძე, რომელსაც თან ახლდა ქართული ოცნების მხარდამჭერები.

 

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტებმა გადაღება დაიწყეს და მინისტრის მოადგილეს გარკვეული განმარტებების გაკეთება მოსთხოვეს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდებოდა ამ უბანთან გარკვეული პირების მობილიზება.

 

ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ჟურნალისტებს გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, რასაც ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.

 

ხათუნა მაისურაძის თქმით, ქუთაისის 90-ე უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ასევე ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს ამ უბანზე, გიგი წერეთელს.

 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 90–ე უბანზე კობა ნარჩემაშვილის ძმა მონაწილეობდა დაძაბულობის შექმნაში, ხათუნა მაისურაძის თქმით, არასწორი ინფორმაციაა და ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

უკვე ცნობილია, რომ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ინციდენტის დასრულების შემდეგ მივიდნენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 19347
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია